კივი გაჭაღარავების პროცესს აფერხებს
მით უმეტეს, რომ ის საქართველოშიც მოჰყავთ და აქ მშვენივრად გრძნობს თავს. მაინც რა სარგებლობის მოტანა შეუძლია კივის?
კივის სამშობლო ჩინეთია. არსებობს მისი 30-მდე ჯიში. ყველაზე გავრცელებული კი მათ შორის ჰეივორდია. მისი ნაყოფი ზომით ქათმის კვერცხის ოდენაა. მას ხაოიანი მომწვანო-მოყავისფრო კანი და ტკბილ-მჟავე ნაყოფი აქვს.
კივი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, მიკროელემენტებს, ნახშირწყლებსა და უჯრედისს შეიცავს. ვიტამინ C-ს შემცველობით იგი ნამდვილი რეკორდსმენია. გარდა ამისა ის შეიცავს ვიტამინებს: B2, B3, B6, B9, A, E, D.
კივის 10%-ს უჯრედისი შეადგენს. ის ასევე შეიცავს მონოსაქარიდებსა და დისაქარიდებს, რომლებიც ასევე ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მის ღირსებას წარმოადგენს ისიც, რომ ეს ხილი დაბალკალორიულია: 100 გ მხოლოდ 50 კალორიას შეიცავს.
კივი ამაგრებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს მის მუშაობას და უფრო გამძლეს ხდის ორგანიზმს სტრესების მიმართ. ნივთიერებები, რომლებსაც ის შეიცავს, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უშლის შეკრულობის განვითარებას, ააქტიურებს უჯრედულ ცვლას.
კივი კარგი საშუალებაა რევმატიზმის და კენჭოვანი დაავადებების საპროფილაქტიკოდ. განსაკუთრებულ გავლენას ის ქალის ორგანიზმზე ახდენს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი ჩართვით შესაძლებელია გაჭაღარავების პროცესის შეფერხება და ლიპიდურ ცვლაზე ზემოქმედება.
მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ საკმარისია ერთი კივის მიღება იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ სიმძიმისგან მუცელში. ის ებრძვის მომატებულ მჟავიანობასაც. კივი გამოდევნის ზედმეტ ნატრიუმს ორგანიზმიდან. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ასევე აფერხებს ჰიპერტონიის განვითარებას.
კივი ასევე სასარგებლოა კანის სილამაზისთვის. იმისთვის, რომ თქვენი კანი ვიტამინებითა და მინერალებით მოამარაგოთ, აიღეთ ერთი ცალი მწიფე კივი, გაფცქვენით, დაჭყლიტეთ, დაუმატთ 1 ჩ.კ. ყაყაჩოს თესლი, აურიეთ და დაიდეთ სახეზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით.
კივის მიღებას ყველას ვურჩევთ, განსაკუთრებით სეზონური დაავადებების გააქტიურების დროს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ხილის გადამეტებულმა მოხმარებამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და და პირის ღრუს დერმატოზი ბავშვებში. ამიტომ იყავით ფრთხილად! ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!