კონსერვი, რომლითაც ზამთარში ბორშს 10 წუთში გააკეთებთ - Gemrielia.ge

კონსერვი, რომლითაც ზამთარში ბორშს 10 წუთში გააკეთებთ


ინგრედიენტები:

ჭარხალი 3 კგ

სტაფილო 1 კგ

ხახვი 1 კგ

ტკბილი წიწაკა 1 კგ

პომიდორი 1 კგ

1 ჭიქა შაქარი

1 ს.კ მარილი

1 ჭიქა ზეთი

125 მლ (ნახევარი ჭიქა) 9%-იანი ძმარი.

მომზადების წესი:
1. ყველა ბოსტნეული გარეცხეთ, გაფცქვენით.
2. ხახვი დაჭერით ნახევარ ან მეოთხედწრეებად.
3. ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
4. წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად, პომიდორი კი წრეებად.
5. ყველაფერი ერთად ჩყარეთ ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, ზეთი - აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
6. როგორც კი წვენს გამოუშვებს, მოუმატეთ ცეცხლს და ხარშეთ 25 წუთი.
7.ცხელ-ცხელი ჩასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

ზამთარში უბრალოდ მოხარშეთ ბულიონი, ჩაყარეთ კომბოსტო, კკარტოფილი, მოხარშეთ და დაუმატეთ კონსერვი, 7-10 წუთში ბორში მზად გექნებათ"
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ქვაბში ნიორი, ხოლო თეფშზე გადმოღების შემდეგ მოაყაროთ მწვანილი და მოასხათ არაჟანი.