როგორ შევინახოთ ქორფა მწვანილი დაკონსერვებისა და გაყინვის გარეშე! - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ქორფა მწვანილი დაკონსერვებისა და გაყინვის გარეშე!


მწვანე ზეთი ქილაში

ამ მეთოდით ყველანაირი მწვანილის შენახვა შეგიძლიათ: კამის, ოხრახუშის, რეჰანის, ქინძის, ორეგანოს...

ინგრედიენტები:

მწვანილი

ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის)

ქილები

მომზადების წესი:

1. აიღეთ მწვანილი, გარეცხეთ და კარგად გააშრეთ.

2. დაჭერით წმინდად. შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

3. გადაიტანეთ მწვანილი მშრალ, გასტერილებულ ქილაში და მსუბუქად ჩაპრისეთ. დაასახით ქილას ზეთი, იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს მწვანილი.

4. შეინახეთ არომატული მწვანე ზეთი მაცივარში ყველაზე ცივ თაროზე.