რა უნდა მივირთვათ, რომ ბრტყელი მუცელი გვქონდეს
რა თქმა უნდა იდეალური ფორმებისა და სილამაზის მიღწევა იოლად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ სერიოზული და სასიკეთო კორექტივების შეტანა თქვენს აღნაგობაში სავსებით შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ, რომ სწორად შეუთავსოთ ერთმანეთს კვება და სპორტი და რეზულტატიც არ დააყოვნებს.
პროდუქტები ბრტყელი მუცლისთვის
მართალია, ჯანსაღი კვება ბევრისთვის უგემურ საკვებთან, მოწყენილობასა და სტრესთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში საქმე ასე სამწუხაროდ არ გაქვთ, რადგან არსებობს უამრავი ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მარტო თქვენს გემოვნურ რეცეპტორებთან, არამედ თქვენს წელის გარშემოწერილობასთანაც მოვა ჰარმონიაში.
ავოკადო
სულ რაღაც 10 გ. გაჯერებული ცხიმი, რომელიც ამ შესანიშნავი ხილის შემადგენლობაშია, დაგეხმარებათ თქვენი მუცელი კარგ ფორმაში იქონიოთ.
ბანანი
422 მგ კალიუმი, რომლითაც ეს ხილი მდიდარია, დაგეხმარებათ ორგანიზმიდან გამოდევნოს ნატრიუმის ზედმეტი რაოდენობა, რომელიც შებერილობის პროვოცირებას იწვევს.
იოგურტი
ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას განაპირობებს.
კენკრა
ანტიოქსიდანტები, რომლებსაც კენკრა ბლომად შეიცავს, ხელს უწყობს კუნთებისათვის სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს მათი ჟანგბადით უკეთ მომარაგებას. ამის წყალობით თქვენ სწრაფად შეძლებთ სხეულის სპორტულ ფორმაში მოყვანას და ფიზიკურად უფრო ამტანიც გახდებით.
მწვანე ჩაი
იგი ხელს უწყობს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
ციტრუსი
ვიტამინი C, რომელიც დიდი რაოდენობითაა ციტრუსში, 30 %-ით მეტ ცხიმს დაგაწვევინებთ ვარჯიშის დროს.
მარცვლოვანი პროდუქტები
უჯრედისი ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ინსულინის დაბალი დონე, რაც დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში თავი ენერგიულად იგრძნოთ.