როგორ გამოვიცნოთ რძე ხარისხიანია, თუ წყლით გაზავებული - Gemrielia.ge

როგორ გამოვიცნოთ რძე ხარისხიანია, თუ წყლით გაზავებული


- ეს კითხვები ბევრ დიასახლისს აწუხებს. მით უფრო, რომ დღევანდელი მძიმე ეკოლოგიური თუ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე ხარისხიანი, ნატურალური რძის შეძენა პრობლემა გახდა.

ჩვენ გასწავლით ერთ პატარა ეშმაკობას იმისთვის, რომ არ დარჩეთ მოტყუებული და იმედგაცრუებული.

მეთოდი პირველი: კარგი რძე წყალზე მძიმეა. ამიტომ ცხიმიანი რძის წვეთი წყლიან ჭიქაში უნდა ჩაიძიროს.

მეორე მეთოდი: დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე. გაუზავებელი, ნატურალური რძე არ უნდა გაიშალოს და დაიქცეს.