7 სასარგებლო საუზმე - Gemrielia.ge

7 სასარგებლო საუზმე


ნოყიერ და სწორად შერჩეულ საუზმეზე დამოკიდებულია ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებათა ბალანსის დაცვა და ენერგიის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე სასარგებლო საუზმის 7 ვარიანტს.

შვრიის ფაფა

GEMRIELIA

საყოველთაოდ აღიარებული და ყველასთვის ნაცნობი შვრიის ფაფა ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობის მიხედვით ლიდერია. თუმცა, მისი კიდევ უფრო გამდიდრება შესაძლებელია კენკრით, ხილითა და ჩირებით. სულ რაღაც 250 გ. შვრიის ფაფა დილაობით და თქვენ მუდამ ტანწერწეტა იქნებით!

წიწიბურას ფაფა

GEMRIELIA

ეს შვრიის ფაფის კარგი ალტერნატივაა.  წიწიბურას ფაფა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერბებით.

სმუზი

GEMRIELIA

ეს გადასარევი არჩევანია ყველასთვის. სმუზის შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც კეფირი და იოგურტი, ასევე რძე. პროდუქტების არჩევის შემდეგ ყველაფერი ეს ბლენდერში ათქვიფეთ და დაუმატეთ ასევე შვრიის ფანტელები.

ომლეტი

GEMRIELIA

ომლეტი - უნიკალური, გემრიელი და სასარგებლო საუზმე.  იგი სწრაფად მზადდება და ვარიაციები მასში შესაძლებელია. მაგ: შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი და სხვ.

ხაჭო

GEMRIELIA

საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო კენკრითა და თაფლით. და თუ ბლენდერში ათქვეფთ, ხაჭოს კრემი გამოგივათ.

მიუსლი

GEMRIELIA

ოღონდ ეს მაღაზიაში ნაყიდი არ გეგონოთ! - ის შინ მზადდება. გახუხეთ ბურღულის ფანტელები ტაფაზე, დაუმატეთ ჩირი და თხილი, დაასხით რძე ან იოგურტი და გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო საუზმეც მზად არის!

ხილის სალათა

GEMRIELIA

ხილის სალათი ჯანსაღი და შესანიშნავი საუზმეა. დაჭერით ბანანი, ფორთოხალი, კივი, გრეიპფრუტი -  ეს ჯადოსნური სალათი კიდეც დაგანაყრებთ, ვიტამინებით აგავსებთ, ენერგიასაც მოგცემთ და სიცოცხლის ტონუსს აგიმაღლებთ!