7 სასარგებლო საუზმე
ნოყიერ და სწორად შერჩეულ საუზმეზე დამოკიდებულია ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებათა ბალანსის დაცვა და ენერგიის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე სასარგებლო საუზმის 7 ვარიანტს.
შვრიის ფაფა
საყოველთაოდ აღიარებული და ყველასთვის ნაცნობი შვრიის ფაფა ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობის მიხედვით ლიდერია. თუმცა, მისი კიდევ უფრო გამდიდრება შესაძლებელია კენკრით, ხილითა და ჩირებით. სულ რაღაც 250 გ. შვრიის ფაფა დილაობით და თქვენ მუდამ ტანწერწეტა იქნებით!
წიწიბურას ფაფა
ეს შვრიის ფაფის კარგი ალტერნატივაა. წიწიბურას ფაფა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.
სმუზი
ეს გადასარევი არჩევანია ყველასთვის. სმუზის შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც კეფირი და იოგურტი, ასევე რძე. პროდუქტების არჩევის შემდეგ ყველაფერი ეს ბლენდერში ათქვიფეთ და დაუმატეთ ასევე შვრიის ფანტელები.
ომლეტი
ომლეტი - უნიკალური, გემრიელი და სასარგებლო საუზმე. იგი სწრაფად მზადდება და ვარიაციები მასში შესაძლებელია. მაგ: შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი და სხვ.
ხაჭო
საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო კენკრითა და თაფლით. და თუ ბლენდერში ათქვეფთ, ხაჭოს კრემი გამოგივათ.
მიუსლი
ოღონდ ეს მაღაზიაში ნაყიდი არ გეგონოთ! - ის შინ მზადდება. გახუხეთ ბურღულის ფანტელები ტაფაზე, დაუმატეთ ჩირი და თხილი, დაასხით რძე ან იოგურტი და გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო საუზმეც მზად არის!
ხილის სალათა
ხილის სალათი ჯანსაღი და შესანიშნავი საუზმეა. დაჭერით ბანანი, ფორთოხალი, კივი, გრეიპფრუტი - ეს ჯადოსნური სალათი კიდეც დაგანაყრებთ, ვიტამინებით აგავსებთ, ენერგიასაც მოგცემთ და სიცოცხლის ტონუსს აგიმაღლებთ!