რა უნდა გქონდეთ საახალწლო მაგიდაზე - Gemrielia.ge

რა უნდა გქონდეთ საახალწლო მაგიდაზე


2016 წითელი მაიმუნის წელია და ასტროლოგები გვირჩევენ, მაგიდა წითელი სუფრით და წითელი ხელსახოცებით გავაფორმოთ. ასევე იღბლის მომტანი ყოფილა ხის სუვენირები და სათამაშოები. უპირატესობა ენიჭება ყველაფერს ბუნებრივს - ეცადეთ, სახლიც ბუნებრივად მორთოთ. სუფრაზეც უნდა იყოს ბევრი მწვანილი, ეგზოტიკური ხილი, ბოსტნეული. უნდა გამოირჩეოდეს სუფრა მრავალფეროვნებით, რადგან მაიმუნი თიღთქმის ყველაფერს ჭამს, ხილს, ბოსტნეულს და ხორცეულსაც კი, ოღონდ ძირითადად, გატარებულს.

წელს უპირატესობა ენიჭება მრავალფეროვან, ორიგინალურ და ეგზოტიკურ კერძებს. ეცადეთ, რაღაც განსხვავებული მოამზადოთ, ერთი-ორი კერძი მაინც. კარგი იქნება სხვადასხვაგვარი ხორციანი რულეტები, ქათმის ფილე.
მაიმუნი სიამოვნებით მიირთმევს ზღვის დელიკატესებს, ასე რომ, საახალწლო სუფრაზე ისინიც უნდა გქონდეთ. შეგიძლიათ, სალათებში გამოიყენოთ კრევეტები, კრაბი.

ბევრი ორიგინალური სადღესასწაულო კერძის ფოტორეცეპტი კი ამ გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ.