9 მეთოდი, გავხადოთ ნამცხვარი, ღვეზელები, ფუნთუშები უფრო სასარგებლო
ჩვენ გასწავლით 9 ხრიკს, რომლებიც ისეთ კალორიულ პროდუქტსაც კი, როგორიც ნამცხვარი და ღვეზელებია, სასაგრებლო პროდუქტად გადააქცევს.
არ იყიდოთ ბისკვიტი
ნაყიდი ბისკვიტის ერთადერთი პრივილეგია ის არის, რომ მისი მომზადება არ მოგიწევთ. მაგრამ სამაგიეროდ, მასში იმდენი რთულად გამოსათქმელი სახელწოდების ნივთიერება შედის, რომელთაც მხოლოდ ქიმიურ ლაბორატორიაში თუ შეხვდებით და არა სამზარეულოში.
აჯობებს გამოიყენოთ მარტივი, მაგრამ ბუნებრივი ინგრედიენტები: ფქვილი, კარაქი, მარილი, შაქარი და წყალი. დახარჯოთ ცოტა მეტი დრო და თავად გააკეთოთ ბისკვიტი.
გამოიყენეთ უცხიმო არაჟანი
დააკელით კარაქის დოზა და დაუმატეთ მას უცხიმო არაჟანი. ასე კერძი ნოყიერი გამოგივათ, მაგრამ ნაკლებ კალორიული. უბრალოდ ათქვიფეთ ისინი ერთად და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
სცადეთ ნიგვზის, ნუშის ან სხვა თხილის ფქვილი
ნამცხვარი, ღვეზელი ბევრად გემრიელი გამოდის, თუკი მას ნუშის ან ნიგვზის ფხვნილს დაუმატებთ. იმის გამო, რომ თხილეულში სასარგებლო ცხიმები შედის, აღარ იქნება საჭირო ბევრი კარაქის დამატება. პლუს თხილეულში შედის დიდი რაოდენობით უჯრედი, ცილა და ვიტამინები, განსაკუთრებით კი ვიტამინი E, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს.
მაცივარი ცხოვრებას გაგიმარტივებთ
მზადების დროს, იქონიეთ ინგრედიენტები – წყალი, კარაქი, იოგურტი და არაჟანი მაცივარში. ხოლო მაცივარში ნადები ცომი ბევრად ადვილი გასაბრტყელებელია.
ნუ გადატვირთავთ ცომს
როცა რაიმეს ვაცხობთ, ყოველთვის მივმართავთ ექსპერიმენტებს, ვუმატებთ სხვადასხვა ინგრედიენტებს ჩვენი ფანტაზიით. თუმცა გადაჭარბება რეკომენდებული არ არის: შესაძლოა, ბისკვიტი ან ცომი უხეში და ზედმეტად ნოყიერი გამოგივიდეთ, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის საზიანოა.
ფრთხილად იყავით შაქართან
მოამზადო დესერტი, არ ნიშნავს, რომ მასში, რაც შეიძლება მეტი შაქარი გამოიყენო. აჯობებს, დაუმატოთ ხილი და ასე დაატკბოთ კიდევ უფრო მეტად ნამცხვარი, ან ღვეზელი, ვიდრე შაქრით. მაგალითად, ვაშლით. დამატებითი არომატისთვის შესანიშნავია სანელებლების დამატება: მუსკატის კაკალი (ძალიან უხდება კენკრას), დარიჩინი (იდეალურია ვაშლის ღვეზელებში), ჯანჯაფილი (უხდება ატამს). ასევე ძალიან უხდება ბისკვიტებს ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ნაკლები შაქარი – მეტი ჯანმრთელობა.
იოგურტი – სასარგებლო ცხიმი
ეს პროდუქტი შესანიშნავია მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს. სცადეთ, გამოიყენოთ ის ნამცხვარში, მაგალითად არაქისის კარაქთან ერთად ან ქოქოსის დესერტში – ძალიან მოუხდება.
მეტი ნიგოზი
უკვე გითხარით, რამდენად სასარგებლოა თხილის, ნიგვზის ფქვილი. მაგრამ მთელ-მთელი, ან დამტვრეული ნიგვზის გამოყენებაც შესანიშნავია! მასში ძალიან ბევრი კვებითი ღირებულებების მქონე ნივთიერებები და ვიტამინებია.