რა უნდა მივირთვათ დეკემბერში - Gemrielia.ge

რა უნდა მივირთვათ დეკემბერში


- ჩვენ შეგახსენებთ პროდუქტებს, რომლებიც ამ პერიოდში სასურველია პირველ რიგში მიიღოთ.

ავოკადო

ვიტამინების A, E-სა და ცხიმოვანი მჟავების დიდი ოდენობის გათვალისწინებით მისი დასახელება "სილამაზისთვის მთავარ პროდუქტად" თამამად შეიძლება. ის გემრიელია როგორც ცალკე, ასევე ლიმონის წვენმოსხმული, ზღვის მარილმოყრილი, პილპილით, სალათებსა და სოუსებში.

იდეა: ავოკადოს რბილობს აურიეთ ლიმონის წვენი, კვერცხის გული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ რამდენიმე ხნით და ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი განსაკუთრებით კარგია შეღებილი თმისთვის: ის კვებავს და ანიჭებს მას ბზინვარებას.

GEMRIELIA

ხურმა, კარალიოკი, შარონი

ეს ნარინჯისფერი ხილი კაროტინის, მაგნიუმის, კალიუმის მარილების, ვიტამინების: C, PP ნამდვილი საბადოა. იგი სასარგებლოა კანისა და მხედველობისთვის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემებისთვის.

გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და ონკოლოგიური დაავადებების საპროფილაქტიკოდ.

იდეა: ხურმა დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაიფინეთ სახეზე. ეცადეთ არ მოიხვედროთ თვალში. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ამშვიდებს სახის კანს.


GEMRIELIA

კომში

რა არ მოიპოვება მასში: პექტინი, ხილის მჟავა, კალიუმის მარილები, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, სპილენძი. მისმა გამომცხვარმა ნაყოფმა არაერთ მომავალ დედას გაუადვილა ორსულობის ტოქსიკოზი, ხოლო კომშის წვენი ამსუბუქებს ასთმითა და სასუნთქი გზებით დაავადებულების მდგომარეობას. ნატუროპათები ამტკიცებენ, რომ კომში სავსეა "ბედნიერების ჰორმონით" - ენდორფინებით.

იდეა: კომშის მარმელადი - შესანიშნავი ნუგბარი, რომელიც კარგად ეთავსება ინდაურისა და იხვის ხორცს, ასევე ქათმის პაშტეტს. ცალკე აღებულიც ის არაჩვეულებრივია. ტყუილად როდი ჰქვია მას "მარმელადი" -marmelos პორტუგალიურად კომშს ნიშნავს.

GEMRIELIA

ლიმონი

წვნიანი, პიკანტური გემოს სასარგებლო პროდუქტი. მისი კანი და ცედრა - კექსში, რბილობი - ჩაიში, წვენი - თევზის მარინადად. ვიტამინი C დაგიცავთ გაციებისგან და აგიმაღლებთ განწყობას.

იდეა: დაჭერით ლიმონი რგოლებად, ჩააწყეთ ქილაში ფენებად, აურიეთ თაფლი ყოველ ფენას. ასეთი ქილა ნებისმიერ სამზარეულოს დაამშვენებს და თან ჩაისთვის სასარგებლო და გემრიელი ნუგბარი მუდამ მზად გექნებათ.

GEMRIELIA

მანდარინი

დეკემბერში ის წვენით ივსება და ემზადება, რომ საახალწლო სუფრის მთავარი მშვენება გახდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს 7 წლამდე მანდარინს უსუფთავებენ თეთრი კანისგანაც კი , რადგან ზოგჯერ ის ეკვრის კუჭის კედლებს და იწვევს გულისრევას ან საჭმლის მონელების მოშლას.

GEMRIELIA