როგორ ვაიძულე ჩემს შვილებს ეჭამათ ბოსტნეული ფერადი ბლინების მეშვეობით: მკითხველის რეცეპტი - Gemrielia.ge

როგორ ვაიძულე ჩემს შვილებს ეჭამათ ბოსტნეული ფერადი ბლინების მეშვეობით: მკითხველის რეცეპტი

ჩვენ უამრავი წერილს ვიღებთ მკითხველისგან: მადლიერების ნიშნად, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს. ასევე ბევრი მათგანი საინტერესო რეცეპტსაც გვთავაზობს.
სიამოვნებით გიზიარებთ მია კუპრავას ბლინების ძალიან საინტერესო რეცეპტს, რომლითაც ჩვენ მისი ფოტოების ნახვის შემდეგ დავინტერესდით.


ალბათ ბევრ თქვენგანს არ უნახავს მწვანე და წითელი ბლინები. აი, მია კი მათ ბოსტნეულით აფერადებს და ბავშვებსა და მთელი ოჯახს ჯანმრთელი საკვებით უმასპინძლდება:

"ჩვენ ჯანმრთელი კვების მიმდევარი ოჯახი ვართ და ვცდილობთ, ბავშვებს, რომლებიც ამრეზად უყურებენ ბოსტნეულს, ასეთი სახით მივაწოდოთ ვიტამინები. დაე, იფიქრონ, რომ ისინი ფერად, ლამაზ და მხიარულ ბლინებს მიირთმევენ.

აქ განსაკუთრებული რეცეპტი არ არსებობს... უბრალოდ ბლინის მასალას ვურევ ანუ მასასთან ერთად ვაბლენდრებ ისპანახს (მწვანე ბლინის შემთხვევაში და საოცარ ფერს ვღებულობ) და წითელ ტკბილ წიწაკას (წითელი ბლინის დროს) და შიგთავსს უკვე გემოვნებით ვუკეთებ. ამ შემთხვევაში მე ხორციანი, ყველიანი, ყველი პიტნით და ზეითუნის ზეთში მოშუშული ქამას სოკო წითელ ბულგარულთან და მწვანილთან ერთად გავაკეთე." – გვწერს მია კუპრავა.

ვფიქრობთ, მშვენიერი ვარიანტია თქვენი მენიუს გასამრავალფეროვნებლად და მისგან სარგებლობის მიღების გასაორმაგებლად.