ჩვენი ბავშვობის დროინდელი გემო: 9 რამ, რაც არ გაუსინჯავთ ჩვენს შვილებს
თანამედროვე ბავშვებიდან ცოტამ თუ იცის, რა გემრიელია შაქრიანი ბატონი. და კიდევ სხვა გემრიელობები ჩვენი ბავშვობიდან.
შინაური ნამცხვარი

დღესაც საყვარელი დესერტია ბევრისთვის. პურზე წასმული კარაქი და ჯემი ან მურაბა (როგორც წესი ჟოლოსი ან მოცხარის)
მარილმოყრილი შავი პური

ასეთი ბუტერბროდის ყველაზე მარტივი სახეობა იყო შავი პურის მარილმოყრილი ნაჭერი. შემდეგ კი შეგეძლოთ გეფანტაზიორათ: კარაქწასმულ პურზე მოყრილი მარილი, ნიორწასმულ პურზე მოყრილი მარილი ან როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, მარილიანი პური მწვანე ხახვთან ერთად.
შაქარმოყრილი კარაქიანი პური

თეთრ ბატონზე წასმული კარაქი და ზემოდან მოყრილი შაქარი – ამ დესერტს შეეძლო ნებისმიერი უძვირფასესი ტორტი შეეცვალა.
მოხარშული შედედებული რძე

ალბათ რამდენი ჩვენგანი გაქცეულა სამზარეულოში მინიმუმ 10-ჯერ, რათა ენახა ხომ არ გასკდა მოსახარშად დადგმული შედედებული რძის ქილა. მაგრამ ლოდინის ეს საათები ამ გემოდ ნამდვილად ღირდა.
ყიყლიყო

სულ უფრო იშვიათად ვხედავთ სხვადასხვა ოჯახში სტუმრად მისულები მაგიდაზე გორებად დაწყობილ ყიყლიყოს პურებს. არადა, რომელი საუზმე ჯობს კვერცხში ამოვლებულ და კარაქში შემწვარ პურს?
მამალო

რომელ ჩვენგანს არ გაუდნია კოვზზე შაქარი? ეს თქვენ რაღაც ჩუპა-ჩუპსი არ გეგონოთ! ნატურალური პროდუქტია, რომელსაც დედა სიყვარულით გვიმზადებდა.
შედედებული რძე კაკაოთი

მზადდებოდა მარტივად: შედედებული რძე და კაკაო "ოქროს იარლიყი". გემახსოვრებათ, აი, ის, მწვანე ყუთში რომ ეყარა. და სხვა კრემი საჭირო არც იყო.
"პეჩენიის" ნამცხვარი

საყვარელი "პეჩენიით" და კარაქით მომზადებული ტკბილი ბუტერბროდი. ამაზე გემრიელი საუზმე არ არსებობდა.
შემწვარი ძეხვი

ფოტოსაც კი ვერ შეხედავთ გულგრილად. ბავშვობის უგემრიელესი მოგონებაა.