უნდა ვჭამოთ თუ არა 6-ის შემდეგ - Gemrielia.ge

უნდა ვჭამოთ თუ არა 6-ის შემდეგ


მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელ საათზე ვჭამთ, არამედ იმას, თუ რა სახის საკვებს ვიღებთ და რა რაოდენობით. მაშ ასე, მითი და სინამდვილე - როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად 6-ს შემდეგ?

მითი 1: 6-ს შემდეგ ვჭამთ მხოლოდ ხილს

დიახ, ხილი დაბალკალორიული პროდუქტია და გადასამუშავებლად მსუბუქი (გარდა საზამთროსი და ნესვისა), მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და ფრუქტოზას. პირველი მთელი ღამით ტუალეტში გარბენინებთ, ხოლო მეორე არა ნაკლებ დამღუპველად იმოქმედებს თქვენს ფიგურაზე, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი.

სჯობს ხილი მიირთვათ საუზმეზე ან დღის პირველ ნახევარში კვების შუალედებში. საღამოს განსაკუთრებით უნდა შეზღუდოთ ბანანი, ყურძენი, მანგო და ვაშლიც კი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ხილს უშუალოდ ძილის წინ მიირთმევთ, შედეგად შეიძლება მუცლის შებერილობასაც კი მიიღოთ.

მითი 2: არანაირი ცხელი საკვები ვახშმად

სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის საკვებს მიირთმევთ და რამდენია მასში ცხიმებისა და შაქრის რაოდენობა. კარაქიანი ბუტერბროდი ლორით გაცილებით უარესად აისახება თქვენს ფიგურაზე, ვიდრე ცხელი სუპი, ბოსტნეული ან ორთქლზე მომზადებული ქათამიც კი.

მითი 3: პასტა და მაკარონი საღამოობით - ჭარბი წონის გარანტია

ჯერ ერთი, თუ თქვენს მიერ არჩეული ულუფა მცირეა, ის თქვენს ფორმებს საშიშროებას არ შეუქმნის. მეორეც: პასტაში გადამწყვეტ როლს კალორიულობის თვალსაზრისით თამაშობს სოუსი. გიყვართ მაიონეზისა და კეტჩუპის ნაზავი? - მაშინ დაემშვიდობეთ მოხდენილ ფიგურას! ხოლო თუ პომიდვრის პიურეს ანიჭებთ უპირატესობას, წონას საფრთხე არ ემუქრება. და კიდევ: მნიშვნელობა აქვს რა ტიპის მაკარონს მოიხმართ. ფიგურის შესანარჩუნებლად არჩევანი შეაჩერეთ მსხვილად დაფქულ პროდუქტებზე.

მითი 4: სალათი - საუკეთესო ვახშამი

სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სალათს მიანიჭებთ უპირატესობას. ცეზარი, შუბა, ოლივიე - ყველა ეს შორსაა დიეტურისა და მსუბუქისგან. თუ გსურთ ღამით ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ, სჯობს ივახშმოთ უცხიმო იოგურტით შეზავებული ან ზეითუნის ზეთმოსხმული, ჩვეულებრივი ბოსტნეულის სალათით.