5 შეცდომა საცივის მომზადების დროს - Gemrielia.ge

5 შეცდომა საცივის მომზადების დროს


თუმცა რეცეპტი რეცეპტია და თითქოს ყველანი ერთნაირად ვამზადებთ. ამ ერთნაირ რეცეპტებში კი ხშირად ერთნაირ შეცდომებსაც ვუშვებთ. რამდენიმე დიასახლისის გამოკითხვის შემდეგ გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას საცივის მომზადებისას. უმეტესად ეს ახალბედა დიასახლისებს ეხებათ და მათ, ვინც საცივს იშვიათად ამზადებს.

1. ზედმეტი ცხიმი
ინდაურის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია. იმდენი ცხიმი, რასაც ერთი ინდაური უშვებს, საცივს არ სჭირდება. როცა ნახარში ცხელია, ცხიმი სითხეშია გაზავებული და მისი ხახვის მოსათუშად მოხდაც გვძნელდება და წვენსაც ბევრი მიჰყვება. ამიტომ ჯობია ინდაური წინასწარ მოხარშოთ და ბულიონი მაცივარში გააციოთ. გამკვრივებული ცხიმის გამოყენება უფრო გაგიმარტივდებათ.

2. ჩახარშული ხორცი
ბევრი დიასახლისი წინასწარ მოხარშული და დაჭრილი ინდაურის ხორცს უკვე გამზადებულ საცივში აწყობს და ხელმეორედ ადუღებს. ჯობია დაჭრილ ხორცს (უკეთესია თუ ნახევრადმოხარშვის შემდეგ ღუმელში შებრაწავთ) დაასხავთ საცივს და აღარ წამოადუღებთ. სრულად...