მანდარინის კანის გამოყენების 10 მეთოდი. ყურადღება, ციტრუსის სეზონი გახსნილია!
როგორც იქნა, დადგა მანდარინის სეზონი – დრო, როცა ნარინჯისფერი ბურთები ყველა მაგიდას ამშვენებს და თავისი არომატით ირგვლივ ყველას ათრობს!
მანდარინის ნაყოფი შეიცავს C, D და K ვიტამინებს და სხვა სასიცოცხლოდ აუციელებელ ნივთიერებებს. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს ამ ხილის ერთადერთი ღირსება არ არის...
გთავაზობთ მანდარინის კანის გამოყენების მეთოდებს:
1. მანდარინის ჩაი
გამხმარი და დაქუცმაცებული მანდარინის ცედრა შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაიში და თქვენი საყვარელი სასმელი ბევრად არომატული გახდება, ამასთან გაციების შესანიშნავი პროფილაქტიკაც იქნება.
2. კულინარის დამხმარე
გახეხილი ცედრა გამოიყენეთ ცხობისას ან სხვადასხვა სასმელის სანელებლად.
3. მანდარინის ცუკატები
ჩვენ უკვე გასწავლეთ, როგორ კეთდება ფორთოხლის ცუკატები, თანაც შოკოლადში ამოვლებული. მსგავსი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მანდარინის კანიც.
4. სხვადასხვა დაავადების სამკურნალო ნაყენები და ნახარშები
მანდარინის კანისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში გაციებისა და ბრონქიტის დროსაც კი გამოიყენება. ამისათვის 2 სუფრის კოვზ მანდარინის დაქუცმაცებულ კანს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე 5-6 წუთი, შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ სასმელი დაახლოებით 1 საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ასევე მანდარინის კანს იყენებენ მადის მოსამატებლად და საჭმლის მ ომნელებელი სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ამისათვის კანების ნაყენის 10-20 წვეთს იღებენ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
მანდარინის კანი სტრესის მოხსნაშიც დაგვეხმარება. ეთერზეთები, რომელსაც ამ ხილის კანი შეიცავს, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს წნევას და ხსნის თავის ტკივილს. სტრესის მოსახსნელად კარგი იქნება, თუ მოიმზადებთ აბაზანას, რომელშიც მანდარინის კანების ნაყენს ჩაუმატებთ.
იმუნიტეტის ასამაღლებლად 2 სუფრის კოვზ მანდარინის კანს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და გააჩერეთ ერთი კვირა. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ 20-20 წვეთი, ჭამამდე.
5. კოსმეტოლოგიური საშუალება
მანდარინის კანი – შესანიშნავი ბუნებრივი კოსმეტოლოგია! უდიდესი პოპულარობით სარგებლობას და აქტიურად გამოიყენება კანის მოვლისას მანდარინის წყალი. მისი მომზადება მარტივია: დაასხით წვრილად დაჭრილ მანდარინის კანს ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ ერთი დღე და გაწურეთ. გაიწმინდეთ ამ ლოსიონით კანი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს.
6. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება
შეინახეთ მანდარინის რამდენიმე გამხმარი კანი კარადაში და ჩრჩილი იქ აღარ გაჩნდება.
7. ოთახის მცენარეების დამცველი
მანდარინის კანების ნაყენით სახლის მცენარეებსაც კვებავენ და ასე იცავენ სხვადასხვა მავნებლისგან.
8. სანელებელი
დაქუცმაცებული მანდარინის ცედრა – საოცარი სანელებელია, რომელიც კერძებს პიკანტურ არომატსაც სძენს და ამასთან აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
9. ჰაერის გამწმენდი
ყველაზე მარტივი მეთოდია: აავსეთ მინის ვაზები ქვებით, ნიჟარებით და მანდარინის კანებით და თქვენს სახლში ახალის წლის საოცარი არომატი დატრიალდება.
10. დეკორაციები
ასევე მანდარინის კანებით სუფრის ულამაზესი დეკორაციების და სასანთლეების გაკეთება შეიძლება.
დამდეგ ახალ წელს!
მანდარინი ბევრი არასდროს არის! ახლა შეგიძლიათ სათანადოთ შეაფასოთ ამ უგემრიელესი ციტრუსის თვისებები.