რატომ არ უნდა გადმოვიდეს ყავა - Gemrielia.ge

რატომ არ უნდა გადმოვიდეს ყავა

მაინც რატომ არ უნდა გადმოვიდეს ყავა და რატომაა გადმოსვლის შემდეგ ის უგემური?


- ქაფი, რომელიც ყავას ადუღებისას თავსახურივით აკრავს, აკავებს ყველა აქროლად ეთერზეთს, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს. სწორედ ეს ეთერზეთები აძლევს მას შესანიშნავ არომატს. ამიტომაა, რომ ქაფის გადმოსვლის შემდეგ ყავას ეკარგება გემო და არომატი. ასე რომ, როცა ნალექიან ყავას ადუღებთ, ყოველთვის დატოვეთ მადუღარაში ორიოდ სანტიმეტრი, რომ არ გადმოვიდეს.