7 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ მარხვის დროს - Gemrielia.ge

7 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ მარხვის დროს


მაშ ასე, რომელიც პროდუქტები უნდა მივიღოთ დიდმარხვის პერიოდში, რათა შევინარჩუნოთ ძალები და არ გამოვფიტოთ ორგანიზმი.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი მარხვის დროს – ლობიოა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რომელიც მარტივად შეითვისება და შესაბამისად ხორცის კარგი შემცვლელია. ლობიოში ასევე შედის ორგანიზმისთვის საჭირო თითქმის ყველა ვიტამინი და მინერალი.
GEMRIELIA

შვრია – მარხვის დროს შეუცვლელია, რადგან გაჯერებულია ნახშირწყლებით და მთელი დღით ენერგიით აგავსებთ. შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალციუმს ასევე B ვიტამინს. როცა ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია, ადამიანი სისუსტესა და ქრონიკულ დაღლილობას განიცდის.
GEMRIELIA

ისპანახი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს გაციებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. ასევე ეს ბოსტნეული მდიდარია რკინით და დაღლილობის მოხსნისა და ძალების მოკრეფის შესანიშნავი საშუალებაა.
GEMRIELIA

ბანანი – შესანიშნავი ხილია, რომელიც ძალებს შეგმატებთ. ის მარტივად შეითვისება ორგანიზმის მიერტ აქვს ვიტამინ B6-ის მაღAლი კონცენტრაცია, ამაღლებს განწყობას, რამეთუ ორგანიზმს ეხმარება სიხარულის ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებაში. მარხვის დროს ბანანი აუცილებლად უნდა მიიღოთ.
GEMRIELIA

თევზი (რა თქმა უნდა, მაშინ თუ თევზით ხსნილია, ან კურთხევა გაქვთ მასზე). ეს პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი ამინომჟავებით, რომლებიც ამაღლებენ შრომისუნარიანობას. თევზით ხსნილის დროს, მისი მიღება აუცილებელია.
GEMRIELIA

ზეთისხილი – ეს მარხვის დროს იდეალური პროდუქტია. ზეთისხილი არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, ხოლო მისი ცხიმოვანი საფუძველი გვეხმარება სწრაფად დავნაყრდეთ მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი დაბალკალოორიული პროდუქტია.
GEMRIELIA

მარხვის დროს ძირითადად მცენარეული საკვებით უნდა ვიკვებოთ, მაგრამ თუკი მხოლოდ მცენარეებით შემოვიფარგლებით კუჭ-ნაწლავს დავიავადებთ. ამიტომაც ამ დროს აუცილებელია ცოტაოდენი ცხიმის მიღებად, მაგალითად ისეთის, როგორიც არის ზეითუნის ზეთი. ეს პროდუქტი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მჟავიანობას და ორგანიზმს აუცილებელი ცხიმით ამარაგებს.
GEMRIELIA