რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული რაც შეიძლება ხშირად - Gemrielia.ge

რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული რაც შეიძლება ხშირად

 

ყველას სმენია ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ბევრმა როდი იცის კონკრეტულად რა უპირატესობა გააჩნია ამ ხილს სხვებთან შედარებით.


1. ინარჩუნებს კბილები სისუფთავეს

ბროწეული მდიდარია პოლიფენოლური ფლავანოიდებით - ანტიბაქტერიული თვისებების ნივთიერებებით. ამ ხილის წვენი შესანიშნავად ასუფთავებს კბილებს ნალექისგან (მიკრობებისგან, რომლებიც კარიესს და გინგივიტს იწვევენ), და აქვს ისეთივე ეფექტი, როგორც სავლებ სითხეს.

2. აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს

ბროწეული შეიცავს პარაოქსონაზას - ბუნებრივ ფერმენტს, რომელიც ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას არტერიებში. კვლევების თანახმად, ადამიანებში, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში სისტემატიურად იღებდნენ ბროწეულის წვენს, ენზიმების გამომუშავება 18%-ით გაიზარდა.

3. ხელს უშლის ართრიტის განვითარებას

კვლევების თანახმად, ბროწეულის ექსტრაქტს და კურკების ზეთს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ისინი აფერხებენ სახსრების დაზიანებას, რომელიც ოსტეოართრიტითაა გამოწვეული.

4. შესანიშნავი ბიჭკოვანი წყაროა

ერთი ბროწეული შეიცავს საკვები ბოჭკოს სადღეღამისო დოზის დაახლოებით მეოთხედს. ის გვეხმარება სიმაძღრის შეგრძნებასა და ოპტიმალური წონის შენარჩუნებაში.

 

Related image



5. იცავს კანს

ბროწეული შეიცავს ბევრ ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტს. ეს ხილი ამცირებს კანზე ულტრაიისფერი სხივებით მიღებულ დაზიანებებს. ის ასევე იცავს ჩვენს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ამაღლებს კოლაგენის გამომუშავებას.