4. წითელი დაფქული წიწაკა და მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი:
დაჭერით ხახხვი და ნიორი წვრილად, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ამოავლეთ მიღებული მასაში ქათმის ფილე და გააჩერეთ 4-6 საათი. #2 – ლუდის მარინადი ინგრედიენტები 1 კგ ფილეზე:
1. სოიოს სოუსი – 200 მლ;
2. თაფლი – 150 გ;
3. ლუდი – 200 მლ;
4. ნიორი 2 კბილი;
5. მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა.
6. ერთი ღერი როზმარინი ან რეჰანი. მომზადების წესი:
დააქუცმაცეთ ნიორი და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. მიღებული მარინადი მოასხით ქათამს და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით. #3 – იტალიური მარინადი ინგრედიენტები 1 კგ ქათმის ფილეზე:
1. ნახევარი ლიმონის წვენი;
2. ზეითუნის ზეთი 5 სუფრის კოვზი;
3. 1-2 კბილი დანაყილი ნიორი;
4. მშრალი იტალიური ბალახები - გემოვნებით.
5. მარილი და პილპილი – გემოვნებით. მომზადების წესი:
დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ ხმელი ბალახები, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მოასხით ქათამს. გააჩერეთ მარინადში ხორცი საათნახევარი. #4 – ცხარე მარინადი ინგრედიენტები 1 კგ ქათმის ფილესთვის:
1. ხახვი 2 ცალი;
2. ზეითუნის ზეთი 4 ს/კ;
3. წიწაკა ჩილი ან წითელი დაფქული წიწაკა – გემოვნებით;
4. დაფნის ფოთოლი (დაფქული) – 2 ცალი;
5. მარილი მომზადების წესი:
დაჭერით ხახვი წმინდად, დაასხით ზეთი, დაუმატეთ სანელებლები და დაფნის ფოთოლი. ჩადეთ მიღებულ მარინადში ქათამი, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ 5-6 საათი.
#5 ღვინის მარინადი ინგრედიენტები 1 კგ ქათმის ხორცზე:
ერთმანეთში აურიეთ ზეთი და ღვინო, ჩაყარეთ დაჭრილი რეჯანი და სანელებლები, მოასხით მიღებული მარინადი ქათამს და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი. #6 – გრეიპფრუტის მარინადი
ინგრედიენტები 1 კგ ქათმის ფილეზე:
1. გრეიპფრუტი – 1 ცალი;
2. ხახვი – 1 ცალი;
3. ნიორი – 2 კბილი;
4. თაფლი – 2 ს/კ;
5. ღვინის ძმარი – 2 ს/კ
6. წყალი – 200 მლ მომზადების წესი:
გამოწურეთ გრეიპფრუტიდან წვენი, დაუმატეთ 200 მლ წყალი, ძმარი, თაფლი და ყველაფერი კარგად აურიეთ. დაჭერით წვრილად ხახვი და ნიორი და მოაყარეთ ქათამს. ზემოდან მოასხით მარინადი. გააჩერეთ 4 საათი.
ქათმის ფილე უამრავ კერძში გამოიყენება, ასევე შესანიშნავია ცალკე შესაწვავადაც, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას წინასწარ დავამარინადებთ. გთავაზობთ ქათმის ფილეს (მთლიანი ქათმისაც) ტოპ-ყველაზე გემრიელ მარინადს.