უგემრიელესი სოუსი, რომლითაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მაიონეზი
სოუსი მაიონეზის ალტერნატივა:
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი;
1 ჩაის კოვზი მდოგვი;
7 სუფრის კოვზი არაჟანი;
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, Mარილი და პილპილი.
დაუმატეთ არაჟანი და კვლავ ათქვიფეთ.
უხდება ყველანაირ სალათს, რომელსაც მაიონეზი ჭირდება.