უგემრიელესი სოუსი, რომლითაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მაიონეზი - Gemrielia.ge

უგემრიელესი სოუსი, რომლითაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მაიონეზი


სოუსი მაიონეზის ალტერნატივა:

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი;

1 ჩაის კოვზი მდოგვი;

7 სუფრის კოვზი არაჟანი;

მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, Mარილი და პილპილი.
დაუმატეთ არაჟანი და კვლავ ათქვიფეთ.
უხდება ყველანაირ სალათს, რომელსაც მაიონეზი ჭირდება.