ინდაურის ხორცის შესახებ ეს უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

ინდაურის ხორცის შესახებ ეს უნდა იცოდეთ


ინდაურის ხორცი არის დიეტური, უცხიმო და გემრიელი. მისი ჭამა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. უმჯობესია, თუ პატარას პირველად ინდაურის გემოს გაასინჯებთ და ასე მიაჩვევთ ხორცის ჭამას. ინდაურს დიეტის დროსაც მიირთმევენ და დიდ დღესასწაულებზეც.

ინდაურის ხორცი სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემა აწუხებს და პატარა ბავშვებისთვისაც.

იგი მდიდარია ა და ე ვიტამინით, მასში ქოლესტერინი უმნიშვნელო რაოდენობაა.

ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმითა.

ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას.

ინდაურის ხორცი ისევე მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი.

ხორცში არის ფოლიუმის მჟავაც. თუ ინდაურის ხორცს მწვანე სალათის ფურცლებთან, ისპანახთან ან სხვადასხვა მწვანილთან ერთად შეჭამთ, ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღება აღარ მოგიწევთ.

ინდაურში უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში. ამიტომ, იგი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც ანემიით იტანჯება. 

იგი შეიცავს ჰორმონ სეროტონინს - ე.წ. "ბედნიერების ჰორმონს". იგი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, აუმჯობესებს ძილს.

სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის იდეალური კერძია ინდაური ბოსტნეულით. სრულად...