როგორ დავჭრათ და დავალაგოთ ლამაზად თეფშზე პროდუქტები
უბრალოდ გაითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსი და ჩაინიშნეთ ქვემოთ მოცემული იდეები.
სადღესასწაულო სუფრის გაწყობა ლამაზად დაჭრილი პროდუქტებით

პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ არის ის, რომ დანა უნდა გქონდეთ სუპერბასრი. ბლაგვით ასე ლამაზად ვერანაირად ვერ დაჭრით პროდუქტებს.

ეცადეთ, რომ თანაბარ და თხელ ნაჭრებად დაჭრათ პროდუქტები.

ლორი, ძეხვი და სხვა ხორცპფოდუქტი დაალაგეთ თანაბარი რიგებით, სხვადასხვა თანამიმდევრობით. ზეთისხილი, კიტრის მწნილი, ქორფა მწვანილი – ეს ის ინგრედიენეტებია, რომლებიც თეფშს კიდევ უფრო დაამშვენებს.

დაიწყეთ თეფშის გაფორმება ძეხვეულით: ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ხასხასა ფერს. შემდეგ შეგიძლიათ დაახვიოთ ნაჭრები მილებად, მარაოსავით, ან რულეტებად.

შებოლილ ძეხვს კანს მარტივად გააცილით, თუკი მას წინასწარ ადუღებულ წყალს გადაავლებთ.

დაჭრილ ყველს თეფშზე მოუხდება ხილი და თხილი, ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ ზუსტად სტუმრების მოსვლის წინ, თორემ დაჭრილი ყველი მალე კარგავს
პირვანდელ სახეს.

გამოიყენეთ სხვადასხვა სახეობის ყველი: ასე ბევრად მდიდრული და დახვეწილი იქნება თეფში. რბილი სახეობის ყველი აჯობებს დაჭრათ სამკუთხედებად ან კუბიკებად, ასე უფრო მოსახერხებელი იქნება მირთმევა, ხოლო მყარი სახეობის ყველით შეგიძლიათ იფანტაზიოროთ.

გამოყვანილი თევზიც შეგიძლიათ თეფშზე ლამაზად გააფორმოთ.

დაიმახსოვრეთ, რომ თევზი წინასწარ ფხებისგან უნდა გაათავისუფლოთ პინცეტის მეშვეობით.

თევზი ლამის თითო ლუკმად დაჭერით და ლიმონის ნაჭრებითა და მჟავის ასორტით გააფორმეთ.

ხილის ასორტის გაკეთების სამი მეთოდი არსებობს: დააწყოთ ხილი ვაზაში, გაშლილ თეფშზე, ან გააკეთოთ ხილის კალათა ან თაიგული.

ხილი კარგად გარეცხეთ და შეუდექით მუშაობას. იმისათვის, რომ ვაშლმა და მსხალმა ფერი არ შეიცვალოს, დაჭერით ის უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ და მოასხით ლიმონის წვენი.




ახლა კი დროა, შეუდგეთ სუფრის გაშლას!