როგორ შევინახოთ გაჭრილი ნამცხვარი, რომ მეტ ხანს გაძლოს - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ გაჭრილი ნამცხვარი, რომ მეტ ხანს გაძლოს

ჩვენს საახალწლო სუფრაზე იმდენად ბევრი ტკბილეული და კერძოდ, ნამცხვარი გროვდება, რომ მათი ერთბაშად შეჭმა შეუძლებელია და შენახვა გვიწევს.


არადა, კრემიანი ნამცხვარი დიდხანს არც მაცივარში ინახება. როგორ გავუხანგრძლივოთ საყვარელ ტკბილეულს სიცოცხლე? - ჩვენ გასწავლით ერთ უმარტივეს ხრიკს: უბრალოდ, გაჭრილი ნამცხვარი გადაიტანეთ კონტეინერში და შეინახეთ ვაშლის ნაჭრებთან ერთად. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ განუსაზღვრელი დროით მალფუჭადი პროდუქტის შენახვა (და ნამცხვარი მათ რიცხვს მიეკუთვნება), არც ვაშლს და არც მაცივარს შეუძლია.