თუ მაკარონის ნახარში ერთხელ მაინც გადაგიქცევიათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ მაკარონის ნახარში ერთხელ მაინც გადაგიქცევიათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ძნელია, იპოვო ადამიანი, ვისაც მაკარონი არ უყვარს. ეს არა მხოლოდ გემრიელი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, არამედ ძალიან მარტივი მოსამზადებელიც.


მაკარონის მომზდების შემდეგ, როგორც წესი, მის ნახარშს ვღვრით. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ წყალი, რომელშიც მაკარონი მოიხარშა, შეგვიძლია სხვა რამეშიც გამოვიყენოთ. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკარონის ნახარში.

1. ბლინებისა და ოლადებისთვის

წყალი, რომელშიც მაკარონი იხარშებოდა, შეგვიძლია ხელმეორედ გამოვიყენოთ კულინარიაში. რჩევა ბლინებისა და ოლადების მოყვარულთათვის: რძის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მაკარონის ნახარში. ბლინები და ოლადები სამარხო და ჰიპოალერგიული გამოვა.
მასა კისელს დაემსგავსება, მაგრამ ცომი ფუმფულა, ნაზი და და უგემრიელესი გამოვა.

2. სოუსი

იმისათვის, რომ სოუსი ბევრად გემრიელი და თხევადი გამოვიდეს, შეგვიძლია დავუმატოთ რამდენიმე კოვზი მაკარონის თბილი ნახარში.

3. პარკოსნების დასალბობად

ლობიო, ბარდა და სხვა პარკოსნები მოხარშვამდე ჩაალბეთ მაკარონის ნახარშში. ისინი ბევრად სწრაფად მოიხარშება.

4. ორთქლზე მომზადებისას

ეს ბოსტნეულის მომზადების საუკეთესო მეთოდია. ბოსტნეულის ორთქლზე მომზადებისას გამოიყენეთ ამის შემდეგ მაკარონის წყალი. კერძი ბევრად არომატული და წვნიანი გამოვა.

5. სუფის საფუძველი

მოამზადეთ მაკარონის ნახარშზე ბოსტნეული სუფი. ბევრად ნოყიერი და გემრიელი გამოვა.