ნატუკა გულისაშვილის ლობიანის რეცეპტი ბარბარობისთვის - Gemrielia.ge

ნატუკა გულისაშვილის ლობიანის რეცეპტი ბარბარობისთვის

 

17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ბარბარობას ზეიმობს, თითქოს ესაა საწყისი იმ დღესასწაულებისა, რაც დეკმებრისა და იანვრის თვეში გველის.

თითქმის ყველა ცდილობს, ბარბარობას ოჯახში ლობიანი ჰქონდეს, დანარჩენი კი უკვე დიასახლისის ფანტაზიისა და მონდომების შედეგია. მსახიობ ნატუკა გულისაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ცნობილი კულინარია, ბარბარობის დღესასწაულზე ვესაუბრეთ და მისეული ლობიანის რეცეპტიც სპეციალურად თქვენთვის გამოვართვით.

,, მე მიყვარს გემრიელი, რაჭული ლობიანი და ვერც კი ვერც შევდრები რაჭველ დიასახლისებს ამ საკითხში, ისინი შეუდარებელ ლობიანს აკეთებენ. მე ყოველთვის მეგონა, რომ რაჭულ ლობიანს შიგნით ჰქონდა ლორი, მაგრამ ერთმა ასაკოვანმა რაჭველმა ქალმა მითხრა, დედა, ჩვენ ლობიოს ვხარშავთ ლორთან ერთად, თორემ ცალკე ლორს ლობიანში არ ვდებთო. საქმე ისაა, რომ მე სახლში ვეგეტარიანელები მყავს, ამიტომ ჩემთან ლორის თემა გამორიცხულია, უყვართ ფენოვანი ცომი და ამით ვაკეთებ ლობიანს.
ლობიოს მოხარშვის შემდეგ კარგად შევასუნელებთ მოდაღულ ხახვთან ერთად და შემდეგ ვაკეთებთ ფენოვანი ცომის ქისებს, როგორც ხინკლის შემთხვევაში. აქაც, ფენოვანი ცომის მრგვალ ნაჭრებს ვიღებ, ვდებ ბევრ ლობიოს შიგნით, როგორც ხინკალს, ისე მოვუკრავ პირს და ლამაზი ფერის, ბუთქუნა ლობიანები გამოგვდის, პატარ-პატარა ფენოვანი ქისები დევს სუფრაზე და ძალიან მადის აღმძვრელია. გოგრის შემთხვევაში კი მოგახსენებთ, რომ არ ვხარშავ, ვწვავ ქურაში, უფრო შემწვარი მიყვარს და ამიტომ. თუ გოგრა ტკბილი არ აღმოჩნდა, შეწვის შემდეგ სანამ ცხელია, ზემოდან რვიანის ფორმით თაფლს ვასხამ, ესაა და ეს.

ფენოვანი ცომის გაკეთებას იმდენი დრო და ენერგია სჭირდება, რომ მე ყოველთვის გაყინულის ყიდვას ვარჩევ და ამას არც ვმალავ, ეთერშიც ვამბობ, რატომ უნდა გავირთულო საქმე, როცა ფანტასტიკური, გაყინული ფენოვანი ცომი იყიდება?! სულ მაქვს სახლში, იმიტომ, რომ ამ ცომით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბარბარობას მარხვის გამო აკეთებენ ლობიანს, მაგრამ ოჯახში, სადაც არ მარხულობენ, შეიძლება ამასთან ერთად გაკეთდეს ხაჭაპურიც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ოჯახი არ მარხულობს, ჩვენ მაინც ლობიანს ვანიჭებთ უპირატესობას."

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ნამცხვარივით ფუმფულა ლობიანი

 

რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის და როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ლობიანი?