როგორ შევათბოთ თაფლი ისე, რომ არ გაფუჭდეს
რაღა თქმა უნდა, თაფლი უნდა შევათბოთ, მაგრამ გაცხელება მისთვის სახიფათოა, რადგანაც 40 გრადუსზე ზემოთ ის უკვე კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? - ჩვენ გვაქვს ამის პასუხი: თაფლი ჩადგით თბილი წყლით სავსე ქილაში. ასე თაფლი თანაბრად შეთბება და არ გაფუჭდება.