ტოპ-5 საახალწლო რეცეპტი – ყველაზე ლამაზი და დახუნძლული სუფრისთვის - Gemrielia.ge

ტოპ-5 საახალწლო რეცეპტი – ყველაზე ლამაზი და დახუნძლული სუფრისთვის





საახალწლო ინდაური ვაშლით და ორნაირი პიურეთი - გამორჩეული და უცხო


GEMRIELIA

ინგრედიენტები:


ინდაური 3 კგ

კარტოფილი 1.5 კგ

მოხარშული ჭარხალი 1

ვაშლი, მჟავე სახეობის 500 გ

შაქრის პუდრი 1 ს.კ

კარაქი 110 გ

რძე 150 მლ

კონიაკი 100 მლ

მარილი და პილპილი

მომზადების წესი:


გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
გათალეთ ვაშლი, 4-ად გაჭერით და გული ამოაცალეთ. ტაფაზე, 20 გ კარაქში შეაწითლეთ შაქრის პუდრასთან ერტად, შემდეგ თბილივე ჩაუდეთ ინდაურს მუცელში და ხის ჩხირით დაამაგრეთ.
გადაიტანეთ ინდაური ტაფაში, მოასხით 40 გ გამდნარი კარაქი, წაუსვით მარილი და პილპილი. შეწვით ღუმელში 2.5 საათის განმავლობაში, თან რეგულარულად ასხით თავისივე გამოყოფილი წვენი. თუ შეწვა დააკლდა, კიდევ დატოვეთ ღუმელში.
მზა ინდაური გამოიღეთ და დააფარეთ ფოლგა. წვის დროს გამოყოფილი წვენი გადაინახეთ.
ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გაფცქვენით, დაჭყლიტეთ და დაასხით ცხელი რძე, დაამატეთ დარჩენილი კარაქიც. გათალეთ და ბლენდერში ერთგვაროვან მასად აქციეთ ჭარხალიც. შეურიეთ ცხელი კარტოფილის პიურეს ნაწილი.
ტაფაში, რომელშიც ინდაური შეწვით დაასხით კონიაკი, ნამწვები კარგად ააფხიკეთ, დაამატეთ 200 მლ წყალი და სწრაფ ცეცხლზე წამოადუღეთ. როცა წვენი განახევრდება, გადაწურეთ და გაფილტრეთ. ეს იქნება სოუსი .
ინდაური სუფრასთან მიიტანეთ ამ სოუსით, ორი სახის პიურეთი და იმ ვაშლით, რაც მუცელში ედო.

საახალწლო საცივი - გამოცდილი რეცეპტი

GEMRIELIA

ინგრედიენტები:


ინდაური ან ქათამი 2 კგ

ნიგოზი 500 გ

ნიორი 5-7 კბილი

ხმელი სუნელი 1 ჩ.კ

ხმელი ქინძი, დაფქული 1 ჩ.კ

ყვითელი ყვავილი 1 ჩ.კ

ცხარე წიწაკა, წითელი მარილი

ხახვი 1 თავი

მომზადების წესი:


შეარჩიეთ თეთრი, ცხიმიანი ნიგოზი. სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ.
ინდაური ჯერ მოხარშეთ, შემდეგ შეწვით ღუმელში და არა ტაფაზე. საჭირო რაოდენობის ბულიონი გაწურეთ. სანამ ინდაური იწვება, მოამზადეთ ნიგოზი.
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში წვრილ ბადეში ორჯერ ან ბლენდერში დაფქვით. მასთან ერთად გაატარეთ ნიორიც. დაამატეთ სუნელები და ხელით კარგად დაზილეთ. ხარისხიან, ცხიმიან ნიგოზს მალევე გამოუვა ზეთი. გადაინახეთ ეს ზეთი ცალკე ჭურჭელში.
ხახვი წვრილად დაჭერით და ბულიონის ცხიმში მოშუშეთ. დამუშავებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე ბულიონი და კარგად გახსენით სასურველი სისქის მიღებამდე. მასა უნდა იყოს კეფირის სისქის, ხოლო გაციების შემდეგ კიდევ ჩასქელდება. დაამატეთ მოშუშულ ხახვს და ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად, ან საცერში გაატარეთ, რათა ხახვი და ნიგვზის მსხვილი ნაწილები არ მიჰყვეს. გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა.
ეს მასა ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილეთ, შემდეგ ჩაალაგეთ მასში ინდაურის ნაჭრები და შედგით მაცივარში მინიმუმ 4-5 საათი. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით გამოწურული ზეთი.

საბჭოური ოლივიე – ყველასთვის საყვარელი საახალწლო სალათა
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


მოხარშული კარტოფილი 7 ცალი

მოხარშული სტაფილო 5 ცალი

კიტრის მწნილი 6 ცალი

დაკონსერვებული ბარდა 1 ქილა

მოხარშული კვერცხი 6 ცალი

ძეხვი საექიმო 300 გ

არაჟანი 100 გ

მაიონეზი 200 გ

მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:

*ძეხვის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული ხორცი.
დაჭერით ყველა ინგრედიენტი კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, სურვილსამებრ კამა და მწვანე ხახვიც შეგიძლიათ დაუმატოთ. მოასხით მაიონეზი და არაჟანი.

კექსი "შობის ვარსკვლავი"

GEMRIELIA

ინგრედიენტები:


შოკოლადი 500 გ

დარბილებული კარაქი 180 გ

კვერცხი 5

შაქარი 100 გ

დაფქული ნუში 50 გ

ფქვილი 250 გ

სოდა 1/4 ჩ.კ

კონიაკი 100 გ

გარგრის ჯემი ან მურაბა 225 გ

მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით 250 გ შოკოლადი. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ერთად ათქვიფეთ კარაქი, კვერცხის გული და შაქარი. შემდეგ რიგ-რიგობით შეურიეთ დაფქული ნუში, ფქვილი+ სოდა და შოკოლადი.
კვერცხის ცალკე ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გადაიტანეთ საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. გაციების შემდეგ ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და გაჭერით ორად. ორივე ნაწილი დანამეთ კონიაკით. შემდეგ წაუსვით გარგრის მურაბა ქვედა ბისკვიტს და დააფარეთ მეორე ნაწილი.
დარჩენილი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე, გააგრილეთ და წაუსვით ტორტს მთლიანად, ზემოდანაც და გვერდებზეც.
მორთეთ თეთრი შოკოლადის, მარციპანის ან ფონდანტისგან გაკეთებული საახალწლო ფიგურებით.

საახალწლო ჯადოსნური ტორტი "შავი ტყე"
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


ბისკვიტისთვის:
კვერცხი 4 ცალი

ფქვილი 90 გ

შაქარი 120 გ

კარაქი 30 გ

სახამებელი 20 გ

დარიჩინი დანის წვერით

კაკაო 15 გ

გულსართისთვის:
ალუბალი, გაყინული 400 გ

შაქარი 200 გ

წყალი 200 მლ

დარიჩინი 1/2 ჩ/კ

კრემისთვის:
ნაღები 250 გ

ვანილის შაქარი 10 გ

შავი შოკოლადი 80 გ

მოსართავად:
ნაღები 250 გ

შავი შოკოლადი 150 გ

შაქრის პუდრა 1 ჩ/კ

თხილი ან ნიგოზი

მომზადების წესი:

ალუბლის წინასწარ გალღვობა არ გჭირდებათ. ჩაყარეთ პირდაპირ ჯამში და მოაყარეთ დარიჩინი.
დაასხით შაქარს ადუღებული წყალი და მოურიეთ. ეს სიროფი დაასხით ალუბალს.
ახლა ბისკვიტის დროა: ათქვიფეთ კვერცხის გული შაქრის რაოდენობის ნახევართან ერთად იქამდე, სანამ მასა არ გაიზრდება. ჩილა ათქვიფეთ აქაფებამდე. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ მკვრივი ბეზეს მიღებამდე. შეურიეთ ცილა და გული ერთმანეთს.
ახლა წმინდად გაცრილ ფქვილს შეურიეთ სახამებელი, დარიჩინი და კაკაო, დაუმატეთ კვერცხის მასა. ჩაასხით გამდნარი კარაქი და ფრთხილად მოურიეთ. ჩაასხით ბისკვიტი პერგამენტჩაფენილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.
ვამზადებთ კრემს: ნაღები ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილის შაქარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ურიეთ.
გადმოდგით კრემი ცეცხლიდან, დაუმატეთ შოკოლადის ფილა და კვლავ მოურიეთ. შედგით კრემი მაცივარში 2 საათით, რათა კრემი კარგად გაცივდეს. შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით. მასა უნდა იყოს თეთრი და საკმაოდ სქელი.
ალუბალი ჩაყარეთ საწურში, რათა ზედმეტი სითხე დაიწუროს.
ახლა ავაწყოთ ტორტი: გაჭერით ბისკვიტი 3 ნაწილად. პირველი ნაწილი დანამეთ სიროფით, წაუსვით კრემი და დააწყვეთ ალუბლები. დააფარეთ მეორე ბისკვიტი და გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
დარჩენილი ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად და მიღებული მასით მთლიანად დაფარეთ ტორტი.
მორთეთ ალუბლებით, გახეხილი შოკოლადითა და თხილით ან ნიგვზით.
შედგით ტორტი მაცივარში, რათა კრემი კარგად გაუჯდეს.

ტრადიციული გოზინაყი

GEMRIELIA

ინგრედიენტები:

ნიგოზი 4 ჭიქა
თაფლი 1.5 ჭიქა

მომზადების წესი:


თეთრი, საღი ნიგოზი მოვხალოთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ სქელძირიანი ტაფით ან ქვაბით ნელ ცეცხლზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. ასე წამოვადუღოთ 3-4-ჯერ.
შემდეგ ვუმატებთ დათლილ ნიგოზს, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ. შემდეგ ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.
შეგვიძლია მოუხალავი ნიგვზითაც გავაკეთოთ. მთავარია თაფლი იყოს სქელი, ახალი ტაფლი თხელია და მეტი დუღილი სჭირდება.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!