5 საიდუმლო რეცეპტი, რომელიც უნდა მოამზადოთ მაიმუნის წელს
1. "ბანანის" სალათა
ინგრედიენტები:
ბანანი – 2 ცალი;
ლიმონის წვენი – 2 ჩ/კ;
მაგარი სახეობის ყველი – 100 გ;
ლორი – 100 გ
ნიგოზი – 50 გ;
ქორფა ოხრახუში;
შავი დაფქული წიწაკა;
1 ს/კ მაიონეზი.
მომზადების წესი:
დაჭერით მაბანი წრეებად და მოასხით ლიმონის წვენი. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ბანანი არ გაშავდეს.
გახეხეთ ყველი და ლორი მსხვილ სახეხზე. წვრილად დაჭერით ოხრახუში და ნიგოზი.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მაიონეზი მოასხით სუფრასთან მიტანის წინ.
2. კანაპე ქაშაყითა და ვაშლით
ინგრედიენტები:
ქინძსა და დაფნაში დამარილებული ქაშაყის 7 ფილე;
არაჟანი 300 მლ;
მდოგვი – 1 ს/კ;
შაქარი – 2 ჩ/კ;
ვაშლი;
ვაშლის ძმარი – 1 ს/კ;
"ხლებცები" ან "კრეკერები".
მომზადების წესი:
დაჭერით ფილე რამდენიმე ნაწილად;
ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხე, დაუმატეთ მდოგვი, არაჟანი, ვაშლის ძმარი და შაქარი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ქაშაყს მოასხით მომზადებული სოუსი. გააკეთეთ კანაპე და მორთეთ ოხრახუშით.
3. ხილის მწვადები ლორით
ინგრედიენტები:
12 თითა ყურძნის ლებანი;
კივი;
ბანანი;
დაკონსერვებული ანანასი;
ლორის თხელი 8 ნაჭერი.
ლიმონის წვენი – 1 ს/კ;
მომზადების წესი:
დაალბეთ ხის ჩხირები წყალში ან თეთრ ღვინოში რამდენიმე საათით. დაჭერით ხილი პატარა ნაჭრებად. ჩამოაცვით ხილი ჩხირებს მორიგეობით: ანანაისი ნაჭერი, ყურძნის ლებანი, ბანანი, კივი, ყურძენი. შემოახვიეთ შამფურს ლორის ფირფიტა, თითოეულს მოასხით ლიმონის წვენი. შეწვით მწვადები გრილზე ან ტაფაზე 5-7 წუთი. სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ, როგორც ცხელი ასევე ცივი.
4. მანდარინის ნაყინი
ინგრედიენტები:
მანდარინი
1 კგ
ნაღები
300 გ
შედედებული რძე
400 გ
ვანილის შაქარი
მომზადების წესი:
გაფცქვენით მანდარინი და დააქუცმაცეთ ბლენდერით. მანდარინის მასა გაატარეთ საცერში, რათა ქსოვილური ნაწილები არ გაყვეს.
ჯამში ათქვიფეთ შედედებული რძე, ნაღები და მანდარინის მასა. დაუმატეთ ვანილი გემოვნებით.
ჩაასხით ნაყინი პატარა ფორმებში და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათში ამოურიეთ მასას, იმისათვის, რომ ერთგვაროვანი იყოს მასა.
ძალიან ლამაზი იქნება თუკი ნაყინს ფორთოხლის კანებისგან გაკეთებულ კალათებში ჩაასხამთ. ძალიან სადღესასწაულო იქნება! შეგიძლიათ გააკეთოთ ფორთოხლის ნაყინი იგივე წესით.
5. განსაკუთრებული წესით შემწვარი ქათამი
ინგრედიენტები:
საშუალო ზომის ქათამი;
ქონდარი;
მარილი და პილპილიი გემოვნებით;
ზეითუნის ზეთი – 4 ს/კ;
1 ბოთლის მუქი ლუდი;
არაყი – 4 ს/კ;
მომზადების წესი:
გარეცხილ და გასუფთავებულ ქათამს წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და სანელბლები. გააჩერეთ დამარინადებული რამდენიმე საათი.
შემდეგ აიღეთ ბოთლის ლუდი, კარგად, საპნით გარეცხეთ, მოაცალეთ ეტიკეტი. ღრმა ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა, ჩაასხით მასში დაახლოებით 2/3 ლუდი. დანარჩენი ლუდი გადაასხით სხვა ჭურჭელი, შეინახეთ.
ქათამი ჩამოაცვით ბოთლზე და მოათავსეთ ფოლგადაფენილ ღრმა ფორმაზე.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-60 წუთით.
სუფრასთან მიტანამდე მოასხით ქათამს ცოტაოდენი ლუდი და არაყი და მოწვით.