ტოპ-5 ორიგინალური სალათა საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

ტოპ-5 ორიგინალური სალათა საახალწლო სუფრისთვის


გთავაზობთ ტოპ-5 სალათის რეცეპტს, რომელთაგანაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი.





1. ორიგინალურად სალათა "ქაშაყი ქურქში"

GEMRIELIA
ინგრედიენტები:

ჭვავის პური 6 ნაჭერი

ჭარხალი 150 გ

ლიმონი 1/4

მაიონეზი 6 ს/კ

მარილი

ხმელი ქონდარი

დამარილებული ქაშაყი 1 ფილე

ჟელატინი 1,5 ჩ/კ

წყალი 70 მლ

მომზადების წესი:

ჟელატინს დაასხით ცივი წყალი. მოხარშეთ ჭარხალი, გაფცქვენით და დაჭერით.

ჩაყარეთ ჭარხალი ბლენდერში, დაუმატეთ მაიონეზი, ქონდარი, მწიკვი მარილი და დააბლენდერეთ, სანამ პიურეს არ მიიღებთ.

გამოწორეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ ჭარხლის მასას. გასინჯეთ მომზადებული პიურე – მას მომჟავო-მოტკბო გემო უნდა ჰქონდეს.

ახლა შეათბეთ ჟელატინი, თან ურიეთ. დაუმატეთ პირეში. კვლავ ჩართეთ ბლენდერ და ათქვიფეთ ნაზი მასის მიღებამდე.

ამოჭერით მრგვალი ნაჭრები დაჭრილი ჭვავის პურებიდან. ზემოდან დააწყვეთ თევზის ნაჭრები. პურებს ჩამოაცვით მაღალი საკონდიტრო მილები და ჩაასხით ჭარხლის მასა. თუკი არ გაქვთ საკონდიტრო მილები, გამოიყენეთ ჩვეულებრივი სქელი ფაილი. გადააბით სკოტჩით ან სტეპლერით.

შედგით ასევე მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

მნიშვნელოვანია: მილები პურებს მოხსენით სუფრასთან მიტანის წინ!

მორთეთ "საახალწლო სანთლები" ლიმონის ნაჭრებით.

2. ორიგინალური, უგემრიელესი სალათა სადღესასწაულო სუფრებისთვის
GEMRIELIA
ინგრედიენტები:

ჭარხალი 150 გ

ბანანი 2

ქიშმიში 100 გ

მაიონეზი 70 გ

ნიგოზი

მომზადების წესი:

ჭარხალი, როემლსაც წინასწარ მოხარშავთ, გააციებთ და გათლით, გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ბანანი დაჭერით რგოლებად. ქიშმიშს დაასხით მდუღარე და დატოვეთ 10-15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და შეაშრეთ.

სალათა ააწყვეთ ფენებად. არ დატკეპნოთ, პირიქით - ჰაეროვანი უნდა დარჩეს.

პირველი ფენა ჭარხალია. გადაუსვით მაიონეზი. მეორე ფენაა ბანანი და ქიშმიში.

მაიონეზი, წასმის ნაცვლად, სჯობს წერტილებად დაასვათ. ასეთი ტექნიკით სალათა უფრო ჰაეროვანი გამოვა.

ბოლო ფენა კვლავ ჭარხალია. ზემოდან კვლავ მაიონეზის "წერტილები" დაადეთ და დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ.

3. გემრიელი სალათა ცომის "სტაფილოებში"
GEMRIELIA
ინგრედიენტები:

მზა ფენოვანი ცომი 1 კგ

სტაფილოს წვენი + ტომატ პასტა

ქათმის ფილე, მოხარშული 400 გ

კიტრი 2

მაიონეზი

კვერცხი, მოხარშული 3-4

ოხრახუში

კამა

მომზადების წესი:


ცომი დაჭერით 1 სმ სიგანის ზოლებად, მაგიდაზე ხელით გადააგორეთ, ისე რომ მომრგვალებული ფორმა მიიღოს. შემოახვიეთ ცომი სპეციალურ თუნუქის კონუსებზე. ეს ის ფორმაა, რომლითაც ფენოვან მილებს, ე.წ. "ტრუბოჩკებს" აცხობენ. . დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე და ზემოდან გადაუსვით ტომატიანი სტაფილოს წვენი. მეორე ვარიანტია კვერცხის გული, როემლსაც სულ ცოტა ნარინჯისფერ საკონდიტრო საღებავს დაამატებთ.

გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.

სალათისთვის ქათმის ხორცი, კვერცხი, კამა, კიტრი, ოხრახუში და ხახვი დაჭერით, დაამატეთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

შემდეგ ამოავსეთ "სტაფილოები" სალათით, ფოჩების ნაცვლად მწვანილი ან სალათის ფოთლები მიამაგრეთ და გემრიელად მიირთვით!

რასაკვირველია, სხვა ნებისმიერი სალათა შეგიძლიათ გამოიყენოთ გულსართისთვის.


4. სალათა "საახალწლო სანთლები"
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


კარტოფილი 3

სტაფილო 2

კვერცხი 2

მდნარი ყველის ფირფიტები 4

მწვანილი

მაიონეზი

ლორი 100 გ

მჟავე კიტრი 2

ბროკოლი 500 გ

ხახვი 1

ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესი:

კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ, შემდეგ გავხეხოთ. მარილწყალში მოვწალოთ ბროკოლი და დავანაწევროთ.

სოუსისთვის ლორი, ორიოდე მჟავე კიტრი, ხახვი წვრილად დავჭრათ და მაიონეზში ავურიოთ..

სალათა ავაწყოთ ფენებად: ჯერ კარტოფილი, შემდეგ სტაფილო, შემდეგ კვერცხი და ბოლოს ბროკოლი. ბოლო ფენის გარდა ყველას გადავუსვათ სოუსი. შუაში დავუტოვოთ ჩაღრმავებები სანთლების ჩასადებად.

ზემოდან მოვრთოთ მწვანილებით. სანთლებისთვის კი ყველის ფირფიტებს დაგავუსვათ ცოტა მაიონეზი და დავახვიოთ რულეტივით, ჩავამაგროთ ჩაღრმავებაში. ნაღვენთის იმიტაციისთვის სულ ცოტა კვერცხის ცილაში ამოვსვაროთ.

ცეცხლის ალი წითელი ბულგარული წიწაკაა. ბოლოს სალათა მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.

5. ჭარხლის ნაძვის ხეები - ორიგინალური და მარტივი
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


ჭარხალი 4 საშუალო ზომის

მაიონეზი 80 გ

არაჟანი 1 ს.კ

ნიორი 1 კბილი

მარილი და პილპილი

ავოკადო 1

ლიმონის წვენი 1 ს.კ

მომზადების წესი:


ინგრედიენტები მოამზადეთ წინასწარ, მაგრამ "ნაძვის ხე" უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ ააწყეთ.

ჭარხალი მოხარშეთ, გააციეთ, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად.

მოამზადეთ ორნაირი გულსართი (ან ერთ-ერთი მათგანი, სურვილის მიხედვით). მაიონეზს შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და არაჟანი, გემოვნებით დაამატეთ მარილი, პილპილი. შეგიძლიათ შეურიოთ დაჭრილი ქინძიც ან უკვე მზა კერძი გააფორმოთ ქინძის ფოთლებით.

ავოკადო დაჭყლიტეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი. სილამაზისთვის (და სიცხარისთვის) შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი წითელი წიწაკაც გაურიოთ.

დაიწყეთ "ნაძვის ხის" აწყობა ჭარხლის ყველაზე ფართო ნაჭრით, დაადეთ გულსართი, შემდეგ ჭარხლის მომცრო ნაჭერი. ამგვარად ააწყვეთ სასურველი ზომის "ნაძვები". თავზე შეგიძლიათ ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ვარსკვლავებით ან ბროწეულის მარცვლით გააფორმოთ.