5 დესერტი - ბავშვობის ტკბილი გემო - Gemrielia.ge

5 დესერტი - ბავშვობის ტკბილი გემო


მოდი, გავიხსენოთ 5 რეცეპტი, რომელთა გემოც განსაკუთრებით ტკბილისმოყვარულებს ემახსოვრებათ.


ნამდვილი ძველებური "იდეალი"
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


კვერცხი 4

შაქარი 1 ჭიქა

კარაქი 60 გ

სოდა ძმრით 1 ჩ.კ

ფქვილი 2.5-3 ჭიქა

თაფლი 4 ს.კ

დაფქული ნიგოზი 1/2 ჭიქა

კრემი:


მოხარშული შესქელებული რძე 1.5 -2 ქილა

ვანილი

დარბილებული კარაქი 200 გ

დაჭრილი ნიგოზი მოსართავად

მომზადების წესი:


კვერცხით და შაქრით ათქვიფეთ გოგლი-მოგლი. დაამატეთ თაფლი, გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით და დადგით ორთლის აბაზანაზე. თან რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ. მასა გახდება ფუმფულა და თხელი. შეურიეთ ფქვილი და ნიგოზი. ცეცხლი გამორთეთ და ცომი დატოვეთ კვლავ ორთლზე. საშუალო ზომის ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ ცომის მესამედი და გააბრტყელეთ ფქვილიანი ან სველი ხელით. როცა ცომი თბილია, ადვილი სამუშაო და კარგად ბრტყელდება. გამოაცხეთ 180 გრადუსზე რამდენიმე წუთი, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს. ასევე გაიმეორეთ დანარჩენი ცომით. სულ ცხვება სამი ფირფიტა.

კრემისთვის ათქვიფეთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი. ჯერ კარაქი ამოიყვანეთ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე. დაამატეთ ვანილი. მიღებული კრემი წაუსვით სამივე ფირფიტას, მათ შორის გვერდებზეც. ფენებს შუა კრემს მოაყარეთ ცოტა დაჭრილი ნიგოზი. ასევე ნიგვზით დაფარეთ ზემოდან და სურვილის შემთხვევაში გვერდებზეც. ნიგოზი შეგიძლიათ წინასწარ მოხალოთ.
ნამცხვარი მთელი ღამით გააჩერეთ მაცივარში და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.

"კორჟიკები" - ბევრი ჩვენგანის ბავშვობის დროინდელი ტკბილეული
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


ფქვილი 400 გ

შაქარი 200 გ

დარბილებული კარაქი 100 გ

რძე 80 გ

ვანილი

კვერცხი 1

გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ

კვერცხის გული 1

მომზადების წესი:


დარბილებული კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ კარაქს რძესთან ერთად, თან თქვიფეთ. ცომს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ვანილი, შემდეგ ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე 1 სმ სისქეზე და გამოჭერით. გადაიტანეთ ქაღალდ ჩაფენილ ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული+1 ჩ.კ რძე და გამოაცხეთ 200 გრადუსზე სანამ ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 10-15 წუთი.

კაკლები შესქელებული რძით - ძველებური რეცეპტი
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


კვერცხი 3 ცალი

შაქარი 1 ჭიქა

კარაქი 200 გრ

ფქვილი 3 ჭიქა

გამაფხვიერებელი 1 ჩკ

ვანილი 1 შეკვრა

მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა

მომზადების წესი:


კვერცხი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით და დავამატოთ შაქარი.
კარაქი გავადნოთ, ცოტა შევაგრილოთ და კვერცხს დავამატოთ, გადავურიოთ.
შემდეგ ჩავაყაროთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ცომი მოვზილოთ. ცომი რბილი უნდა იყოს, მაგრამ ხელს არ ეკრობოდეს. თუ კვერცხი დიდია, შესაძლოა ფქვილის დამატება დასჭირდეს

დავდგათ დაბალ ცეცხლზე სპეციალური საცხობი ფორმა, რომ კარგად გაცხელდეს.
ცომისგან გავაკეთოთ ბლის ხელა ბურთულები. ფორმას ცხიმი წავუსვათ და ცომი გადავიტანოთ.
დავახუროთ მეორე ნაწილი და ვაცხოთ საშუალო-დაბალ ცეცხლზე. შევამოწმოთ, თუ შეიფერა ერთი მხრიდან, გადმოვაბრუნოთ.

გაციებული ნაჭუჭები ამოვავსოთ მოხარშული შესქელებული რძით და მივაწებოთ ერთმანეთს.
გამომცხვარი ნაჭუჭები შეგვიძლია მინის ქილაში, თავდახურული შევინახოთ მშრალ ადგილას 7 დღემდე და მოგვიანებით შევავასოთ კრემით. ასევე შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ ცომი და სხვა დროს გამოიყენოთ.

საზამთროს მურაბა - ბებოს ძველი რეცეპტი
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


საზამთროს კანი 1 კგ

კირი 200 გრ

შაბი 1/2 სკ

წყალი 3 ჭიქა

შაქარი 1,5 კგ + 0,5 ჭიქა

მომზადების წესი:


სქელკანიან საზამთროს მოვაცალოთ გული და მწვანე თხელი გარეთა კანი. დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად და დავჩხვლიტოთ ალაგ-ალაგ. ჩავყაროთ ჭურჭელში, მოვაყაროთ კირი, მოვასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს და გავაჩეროთ 1 სთ. შემდეგ გავრეცხოთ გამდინარე წყალში, დავასხათ მდუღარე წყალში და ვადუღოთ 10 წთ. შემდეგ გადავიტანოთ საზამთრო საწურზე. ქვაბში ჩავასხათ ქხალი მდუღარე წყალი, ჩავყაროთ 1/2 სკ შაბი, ავადუღოთ და ჩავყაროთ საზამთრო, ვადუღოთ 10 წუთი და კვლავ გადავიტანოთ საწურზე.

ჩავასხათ ქვაბში მდუღარე წყალი, დავამატოთ 1/2 ჭიქა შაქარი, ჩავაყაროთ საზამთრო, ვადუღოთ 10 წთ და გადავიტანოთ საწურზე. ქვაბში ჩავასხათ 3 ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავაყაროთ 2 კგ შაქარი, ჩავაყაროთ საზამთრო და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება (საზამთრო გამჭვირვალე უნდა გახდეს). ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავყაროთ ვანილი.

"ამსტრონგი" გახსოვთ ამ შესანიშნავი ნამცხვრის გემო?
უგემრელესი ნამცხვრის ძველებური რეცეპტი
GEMRIELIA
ინგრედიენტები:


კვერცხი 4 ცალი

შაქარი 500 გრ

კარაქი 100 გრ

მაწონი 1 ქილა

სოდა ძმრით

კაკაო 4 სკ

მარილი 1/4 ჩკ

ვანილი 1 შეკვრა

ფქვილი 2,5 ჭიქა

კრემი
:

კარაქი 400 გრ

მოხარშული შესქელებული რძე

ვანილი

მომზადების წესი:

1. 4 კვრცხი და 500 გრ შაქარ კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ 100 გრ გამდნარ არაქი, 1  ქილა მაწონი, 1 ჩკ სოდა + 2 ჩკ ძმარი, 4 სკ კაკაო, ვანლი, მარილი და 2,5 ჭიქა ფქვილი.

2. გავყოთ ცომი 4 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ მრგვალ ფორმებში 200 გრადუსზე.

3. კრემი: 400 გრ კარქი ავთქვიფოთ კარგად, შევურიოთ 1 ქილა მოხარშული, შესქელებული რძე და ვანილი.

4. მომზადება: ფენებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. ბოლო ფენას მოვასხათ მინანქარი და შევდგათ ნამცხვარი მაცივარში.