15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად
დარჩა სუფრის გაწყობა. ყოველ წელს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ახალ, საინტერესო რეცეპტებს ვეძებთ და ვცდილობთ, ჩვენი სუფრა განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყოს.
იმისათვის, რომ ამოცანა გაგიადვილოთ, შეგირჩიეთ რამდენიმე არაორდინარული იდეა კერძების გასაფორმებლად!
1. მოხარშული კვერცხის დეკორაციებისთვის გამოყენების უამრავი იდეა არსებობს. თვალებად და ღილებად ამ თოვლის კაცს შავი პილპილის მარცვლები შეგიძლიათ რომ მოარგოთ, ხოლო მდგრადობა ხის ჩხირები ან კოქტეილის საწრუპები გამოგადგებათ.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/moxarshuli kvercxi.jpg)
პინგვინები ანტარქტიდიდან ნამდვილად სიურპრიზი იქნება თქვენი ბავშვებისთვის. იმისათვის, რომ პინგვინები არ წაიქცნენ, მოაჭერით კვერცხს ბოლოები.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/lela_modeb/pingvinebi.jpg)
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/pandebi.jpg)
ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას პომიდვრის თავიანი და კვერცხის ფეხიანი სოკოები...
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/sokoebi.jpg)
ორიგინალური მინი-პიცები საახალწლო სტილში კი საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/minipicebi.jpg)
ფორმა და გულსართი – თქვენი გემოვნებით!
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/nadvisxefuntushebit.jpg)
შეგიძლიათ გამოაცხოთ ნივრიანი პური საფუვრის ცომისგან და მისცეთ ასეთი საინტერესო, ნაძვის ხის ფორმა. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/saaxalclogirlanda.jpg)
საახალწლო გირლანდა არა მხოლოდ კარზე შეგიძლიათ რომ დაკიდოთ. მიეცით გვირგვინის ფორმა ნებისმიერ სალათს.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/kvelisgirlanda.jpg)
ყველის თეფშიც შეგიძლიათ გირლანდას დაამსგავსოთ. ესაც ერთ-ერთი იდეაა!
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/chiamaiebi.jpg)
მხიარული ჭიამაია-კანაპეები კი ბავშვებს ძალიან გაართობს და ძირითად კერძებამდე შიმშილის გრძნობას მოულავს.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/lela_modeb/tovliskaci.jpg)
კლასიკური და ბევრისთვის საყვარელი სალათა "ციყვის" ახალი ამპლუა ძალიან მოუხდება საახალწლო სუფრას.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/shesachmelidekoracia.jpg)
შესაჭმელი დეკორაციები – საშობაო წინდა სოსისებისგან. სწორად დასაჭრელად კარგი იქნება, გაიხსენოთ გეომეტრიის გაკვეთილები!
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/lela_modeb/shokoladisnadzvisxeebi.jpg)
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/irmebi.jpg)
გააფორმეთ ფანტაზიისამებრ შოკოლოდის ბისკვიტი ან კექსი.
დესერტების დროც მოვიდა. მარწყვი ნაღებით კონკურენტგარეშეა და თუ მას კრეატიულადაც მიუდგებით, საოცარ შედევრებს შექმნით!
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/marckvissantebi.jpg)
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/marckvissantebi.jpg1.jpg)
პატარა მარწყვის სანტები – ეს ხომ ძალიან საყვარელია!
საახალწლო სტილისტიკა ხილის გარეშეც ვერ ჩაივლის.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/xilisnadzvisxe.jpg)
დარწმუნებულები ვართ, თქვენ მიერ გამოცხობილი კექსების გემო ყველას დაატყვევებს. ხოლო მათი არაბანალური გაფორმებით კი ისინი სადღესასწაულო საღამოს ნამდვილი ვარსკვლავები გახდებიან.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/maimunebi.jpg)
ტრადიციული საახალწლო ორცხობილებს შგიძლიათ მისცეთ ზღაპრული სახლების ფორმა. ამის შეჭმა დაგენანებათ კიდეც!
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/lela_modeb/saxlebi.jpg1.jpg)
მრგვალ ფხვიერ ნამცხვარ-სენდვიჩებს შეგიძლიათ მისცეთ ირმების ფორმა – უბრალოდ ამოავლეთ ისინი გამდნარ შოკოლადში და გაუკეთეთ თვალები და რქები.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/lela_modeb/shokoladisirmebi.jpg)
შამპანურზე მისაყოლებელი პიკანტური დესერტი: კოქტეილის ალუბლები კუდებით შოკოლადის თაგვების ქვეშ დაიმალნენ. თავებად ტრიუფელის კანფეტები გამოგადგებათ, ხოლო ყურებად – თეთრი შოკოლადის საკონდიტრო ჩიფსები.
![15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად GEMRIELIA](images/stories/triufelicrucunebi.jpg)