ამ რეცეპტის აღმოჩენის შემდეგ მაიონეზს სულ სახლში ვამზადებ - ძალიან უხდება ოლივიეს
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნაყიდი მაიონეზი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ დიასახლისები მის ჩანაცვლებას შინ მომზადებული სოუსებით ცდილობენ. ამჯერად ჩვენ გთავაზობთ შინაური მაიონეზის რეცეპტს, რომლის მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და უსაფრთხოა.
ინგრედიენტები (20 პორცია):
მშრალი მდოგვი - 1 სუფრის კოვზი;
კვერცხის გული - 2;
რაფინირებული ზეთი - 1 ჭიქა;
შაქარი - გემოვნებით;
მარილი - გემოვნებით;
3%-იანი ძმარი - 1 ჭიქა.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ მდოგვი, შაქარი, მარილი და კარგად აურიეთ. შემდეგ თქვეფა განაგრძეთ მიქსერით და თანდათან უმატეთ ზეთი ერთგვაროვანი კონსისტენციის მასის მიღებამდე. ბოლოს კი დაუმატეთ ძმარი და კარგად აურიეთ.
გაითვალისწინეთ, რომ მზა შინაური მაიონეზი თეთრი უნდა გამოვიდეს.