როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი საცივისა და ბაჟესთვის - Gemrielia.ge

როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი საცივისა და ბაჟესთვის

ნიგვზისთვის ზეთის გამოხდა ბევრი დიასახლისისთვის ჩვეული რიტუალია. ამის გარეშე ბაჟესა და საცივს არ აკეთებენ. ზოგიერთს კი ჯერაც არ უცდია, ძალიან შრომატევადი ჰგონია და თავს არიდებს.


არადა ზემოდან მოსხმული ოქროსფერი სითხე ძალიან უხდება საცივსაც და ბაჟესაც. ზეთის გამოხდა სავალდებულო არ არის, მხოლოდ ესთეტიკის საკითხია.

მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მოსინჯოთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

1. ყველა სახის ნოგოზი ზეთს არ უშვებს, ან იმდენად ცოტა გამოუვა, რომ წვალებად არ ღირს. ამიტომ ჯერ შეამოწმეთ როგორი ნიგოზია. გატარებული ნიგოზი თითებით გასრისეთ, თუ სისველე დაგიტოვათ, ღირს გამოხდა.

2. გატარებული ნიგოზი აუცილებლად ემალის თასში მოათავსეთ. პლასტმასის თასში უფრო დიდხანს დაგჭირდებათ სრესა და შეიძლება იმდენი ზეთი არც გამოვიდეს, როგორც ემალის (მომინანქრებულ) თასში. სრულად...