როგორ შევწვათ ღვიძლი ისე, რომ წვნიანი და ნაზი გამოვიდეს
ერთ საათში გარეცხეთ სოდიანი ღვიძლის ნაჭრები გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ აუცილებლად გააშრეთ, შეგიძლიათ, შეამშრალოთ ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცით. მოაყარეთ მარილი, პილპილი და სასურველი სუნელები, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ღვიძლს დაუკარგავთ თავის სპეციფიკურ, განსაკუთრებულ გემოს.
შეგიძლიათ, საერთოდ არ მოაყაროთ არანაირი სუნელი, მარილიც კი და შეწვისას კარაქში ჩაუმატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი, ან ცოტაოდენი ფორთოხლის ცედრა.
ღვიძლი შეწვით წინასწარ ძალიან გახურებულ ტაფაზე, კარაქში. საკმარისი იქნება 5-5 წუთი თითოეული მხარისთვის. ზუსტად შეწვის წინ, და არა დიდი ხნით ადრე, ამოავლეთ ღვიძლის ნაჭრები ფქვილის საფანელში.
10 წუთი და ნაზი, წვნიანი და არომატული ღვიძლი ხრაშუნა კანით მზად არის.
გემრიელად მიირთვით.