პროდუქტები, რომელთა მიღება არ ღირს გაციების დროს - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომელთა მიღება არ ღირს გაციების დროს

ზამთარი გრიპებისა და გაციების სეზონია. საუკეთესო მეთოდი მათთან საბრძოლველად, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკაა, მაგრამ როდესაც დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია, ისღა დაგვრჩენია, სასარგებლო რჩევებს მივმართოთ.


მავნე პროდუქტები გაციებისას

ყველასთვის ცნობილია, რომ გაციების დროს კარგად უნდა ვიკვებოთ, რათა ორგანიზმი და იმუნური სისტემა გაძლიერდეს. მაგრამ რაც არ უნდა საკვირველად მოგეჩვენოთ, ზოგიერთი პროდუქტი, ერთი შეხედვით სასარგებლო, ამ დროს, შესაძლოა, მავნე აღმოჩნდეს და შეაფერხოს ავადმყოფის გამოჯანმრთელება. მათ შორის გამოყოფენ:

ნიგოზი

კაკლის (ნიგვზის) სასარგებლო თვისებები არაერთხელაა დამტკიცებული, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ მისი მაღალკალორიულობა. სწორედ ამიტომაა მისი მიღება არასასურველი გაციების დროს. და რადგან ნიგოზი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ორგანიზმს უწევს დიდი ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვა მის გადამუშავებაზე. ამასთან, ნიგვზის კანი აღიზიანებს ყელს, რის გამოც არ ურჩევენ მის მიღებას ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

ხილი და ბოსტნეული

ამ სიაში მათი მოხვედრა ბევრისთვის სიურპრიზი იქნება. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტები შეიცავს ბევრ უჯრედისს, რაც ძნელი ასათვისებელია. არადა, ორგანიზმის მთელი ძალები ამ დროს მიმართულია ვირუსის ან ინფექციის დასამარცხებლად. ამიტომ ფასდაუდებელი ენერგეტიკული მარაგის ხარჯვა რთული საკვების გადასამუშავებლად სწორედ რომ არარაციონალურია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ხილი და ბოსტნეული სრულად უნდა ამოიღოთ რაციონიდან, უბრალოდ, ისინი გარკვეული დოზით უნდა შეზღუდოთ და უპირატესობა მიანიჭოთ ორთქლზე მომზადებულ და მოთუშულ პროდუქტს.

რძის პროდუქტები

რძე და რძის პროდუქტები (განსაკუთრებით კი კარაქი, მარგარინი და ყველი) ხელს უწყობს ლორწოს დაგროვებას. ეს კი ხელს უშლის სასიცოცხლო ძალების სწრაფ აღდგენას სურდოსა და ქრონიკული რინიტის დროს.

მაგრამ მედალს ორი მხარე აქვსო, - ნათქვამია. უცხიმო იოგურტი ნამდვილად აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამიტომ მისი მიღება გაციების დროს რეკომენდებულია. ამასთან, რძის პროდუქტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესუსტება შესაძლებელია მაგ: რძეში მწიკვი იმბირისა (ჯანჯაფილი, კოჭა) და კურკუმას დამატებით. ეს სანელებლები არა მარტო ხელს უშლიან ლორწოს დაგროვებას ორგანიზმში, არამედ აქვთ ანთების საწინააღმდეგო და გამათბობელი ეფექტი.