ბრინჯის ნახარშის გამოყენების 8 მეთოდი. ახლა აღარასოდეს გადაღვრით მას!
მოდი, ვნახოთ, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი.
1. არჩენს აკნეს
დაასველეთ ბამბის ტამპონი ბრინჯის ნახარშში და დაიდეთ ცოტა ხნით კანის ანთებით ადგილას. Eს მეთოდი არა მხოლოდ დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, არამედ დააჩქარებს აკნეს მორჩენას.
2. დიარეისთვის
აიღეთ ერთი ჭიქა ბრინჯის ნახარში, დაუმატეთ მწიკვი მარილი, მოურიეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებად 2-3 საათის განმავლობაში.
3. კუნთები მადლობას გადაგიხდიან
ბრინჯის ნახარშის შემადგენლობაში 8 ამინომჟავა შედის. Aმ სასმლის მიღების შედეგად კუნთების ქსოვილები სრაფ რეგენერაციას განიცდის. გარდა ამისა, გმატებთ ძალებსა და გავსებთ ენერგიით მასში შემავალი ნახშირწყლების წყალობით.
4. ეგზემა
დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ადგილები ბრინჯის ნახარშით დღეში ორჯერ. ეს მეთოდი ანთებითი ადგილების სწრაფ მოშუშებას შეუწყობს ხელს.
5. კანის გასაახალგაზრდავებლად
გამოიყენეთ ბრინჯის ნახარში ტონიკის მაგივრად დღეში ორჯერ. ასე არა მხოლოდ დაიტენიანებთ კანს, არმედ დაიცავთ მას ულტრაიისფერი სხივებისგან, რაც კანის ჰიპერპიგმენტაციას შეუშლის ხელს.
6. აბრეშუმივით მბზინავი თმა
დაიბანეთ შამპუნით თმა, შემდეგ კი გადაივლეთ ბრინჯის ნახარში. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. შედეგად პრიალა და მბზინავ თმას მიიღებთ.
7. გაღიზიანებული კანისთვის
თუკი კანი რაიმე მიზეზით (ქარისგან, არა შესაფერისი კრემისგან) გაგიღიზიანდათ, წაისვით ბრინჯის ნახარში სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
8. ტანსაცმლის გასახამებლად
თუკი ხელთ არ გაქვთ ტამსაცლის გასახამებელი სპეციალური საშუალება, არ იდარდოთ. უბრალოდ ჩაალბეთ რამდენიმე წუთით ბრინჯის ნახარშში, შემდეგ დაუმატეთ მასში ცოტაოდენი წყალი, ამოიღეთ ტანსაცმელი და გაწურეთ. არანაირი სახამებელი აღარ დაგჭირდებათ!