17 კულინარიული რჩევა ბებიებისგან - ისინი ყველა დიასახლისს გამოადგება - Gemrielia.ge

17 კულინარიული რჩევა ბებიებისგან - ისინი ყველა დიასახლისს გამოადგება

1. თუ გსურთ, გაიგოთ, გამოცხვა თუ არა ცომი, ჩაარჭვეთ მასში ხის წვეტიანი ჩხირი. თუ ჩხირი მშრალი იქნება, ნიშნავს, რომ ნამცხვარი მზად არის და მისი ღუმელიდან გამოღება შეიძლება.


2. თუ აპირებთ ცომში ქიშმიშის დამატებას, გაავლეთ ქიშმიში ცხელ წყალში და შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ქიშმიში თანაბრად განაწილდება ცომში.

3. მაკარონი, ბრინჯი ცუდად იხარშება რძიან სუპში. ამ პრობლემას იოლად გადაწყვეტთ, თუ მანამდე ბურღულეულს ან მაკარონს მარილიან წყალში მოხარშავთ.

4. არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! ხარშვისას ის არომატს სძენს კერძებს, თუმცა, შემდეგ გემოს გაუფუჭებს.

5. იმისათვის, რომ ლობიო, ბარდა უფრო სწრაფად მოიხარშოს, ხარშვის პროცესში ყოველ 5-10 წუთში დაუმატეთ 1 ს/კ ცივი წყალი.

6. თუ სალათში უმი ხახვის დამატებაა საჭირო, ძალიან წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ საწურში და დაასხით მდუღარე. ის დაკარგავს სიმწარეს და ბევრად გემრიელი იქნება.

7. თუ ბოლოკს გახეხავთ და რამდენჯერმე ცივ წყალში გაავლებთ, მას აღარ ექნება მწკლარტე გემო.

8. ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაყოფი არ იყოს ძალიან დიდი ზომის, ასევე კომბოსტოს არ უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები. ეს ნიტრატების არსებობაზე მიუთითებს!

9. ომლეტი განსაკუთრებით გემრიელი და ფუმფულა გამოვა, თუ მასში ცოტაოდენ საფუარს დაუ-მატებთ.

10. თუ ნამცხვარს ან ბისკვიტს ძირზე ქაღალდი მიეკრო, დაიჭირეთ ორთქლზე. ხოლო თუ ნამცხვარს ფორმიდან ვერ იღებთ, შეფუთეთ რამდენიმე წუთით სველ პირსახოცში ან დადგით ცივი წყლით სავსე ქვაბზე.

11. იმისათვის, რომ ზოგიერთი სახეობის ყველის ნაწარმი დაჭრისას არ დაიფხვნას, დანას პერგა-მენტის ქაღალდი თხელი ფენა შემოახვიეთ.

12. რძიანი ფაფა უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება, თუ ბურღულსა და რძეს ცალ-ცალკე მოხარშავთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურევთ ერთმანეთში. ასე რძე შეინარჩუნებს ამინომჟავებს.

13. მოხარშული ხორცი რომ არ გამოშრეს, დააფარეთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი, მხოლოდ ძალიან ნუ შეახვევთ. რათა უჰაერო სივრცეში პროდუქტი მალე არ გაფუჭდეს.

14. კატლეტების გაკეთება გადაწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ კვერცხი არ გაქვთ? .გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი. (250 გ ფარშზე-1/2 სუფრის კოვზი).

15. თუ წყალში, რომელშიც თევზს ხარშავთ, რძეს დაუმატებთ, თევზის არასასიამოვნო სუნი გაქრება და ის უფრო გემრიელი გამოვა.

16. ბლინების გამოცხობამდე ტაფა გულდასმით გახეხეთ მსხვილი მარილით.

17. ნიგვზიანი ტორტი კიდევ უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოვა, თუ ცომში გახეხილ ვაშლს დაუ-მატებთ.

18. იმისათვის, რომ ფენოვანი ნამცხვარი ხილის შიგთავსით უკეთ გამოცხვეს, ცომის ქვედა ფენა რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ.

19. პურის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ცომი ამოვიდა და ღუმელი ჯერ მზად არ არის? ცომმა ამოს-ვლა რომ არ განაგრძოს, გადააფარეთ კარგად დანამული ქაღალდი.

20. ცომი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ კარგი შესახედიც უნდა იყოს. ამისათვის დაუმატეთ გაქნილი უმი კვერცხის გული. ხოლო თუ ცოტაოდენ ჯინჯერის (კოჭა) ფხვნილს დაუმატებთ - ცომი არაჩვეულებრივად არომატული და ფაფუკი იქნება.