როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი? - Gemrielia.ge

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?


ზოგჯერ, საჭმელი გვიმლაშდება, ზედმეტად ცხარე გამოგვდის, ბისკვიტი ჩავარდება, გაზზე დიდხანს გვრჩება ქვაბი ან ტაფა და საჭმელი მიიწვება. ნუ იჩქარებთ გაფუჭებული საჭმლის გადაყრას, რადგან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

თუ კერძი მლაშეა

ნაცნობი სიტუაცია. თუ წვნიანი კერძი ზედმეტად მლაშე გამოვიდა, აიღეთ დოლბანდის პატარა ნა-ჭერი, ჩაყარეთ შიგნით 3-4 სუფრის კოვზი ბრინჯი, მოუკარით თავი დოლბანდს და ქვაბში ჩააგ-დეთ, ცოტა ხანს გააგრძელეთ ხარშვა და შემდეგ ამოიღეთ. ბრინჯი მარილს შეიწოვს და საჭმელა-დაც ვარგისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კატლეტი ან შემწვარი ხორცი დაამლაშეთ, გარნირად მწვანე ბოსტნეულის უმარილო სალათა გამოიყენეთ, რომელსაც ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ექნება მოსხმული.

ზედმეტად მჟავე

ასეთი რამ ხდება, როცა კერძს ბევრ ძმარს ან ლიმონის წვენს უზამთ. ერთი კოვზი შაქრის ფხვნილი სიმჟავის გემოს შეარბილებს.

თუ კერძი მიიწვა

ამ შემთხვევაში უნდა გადავარჩინოთ ის ნაწილი, რომელიც მიმწვარი ძირის ზემოთაა. სწრაფად მოხსენით კერძის ზედა ნაწილი და ცალკე გადაიღეთ. ზედმეტად მაგრად შემწვარი ხორცი შეგვიძ-ლია ახალ კერძში გამოვიყენოთ. დაჭერით მომცრო ნაჭრებად და გააკეთეთ "ბეფსტროგანოვი". ან, გაატარეთ ხორცის მანქანაში და გამოიყენეთ როგორც ღვეზელის შიგთავსი. კიდევ ერთი ვარიანტი - დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად და გამოიყენეთ სენდვიჩებში, ყველთან და სოუსთან ერთად.

თუ ღვეზელი ან ბისკვიტი ფორმიდან არ ამოდის

ამის გამოსწორებაც შეიძლება. გააჩერეთ ცოტა ხანი ღვეზელი ორთქლის აბაზანაზე. დანა შემოა-ტარეთ ფორმის კიდეებზე, გააცივეთ და შემდეგ ფრთხილად გადმოაბრუნეთ თეფშზე.

თეა ინასარიძე 
ჟურნალი "და ქალი" (იანვრის ნომერი)