მიიღეთ ეს 5 პროდუქტი და თქვენი სახის კანი მუდამ იბრწყინებს
რა თქმა უნდა, სასარგებლო პროდუქტების მიღება თქვენს გარეგნობას 10-15 წლით ვერ გაახალგაზრდავებს, მაგრამ ფიგურას ნამდვილად უკეთესობისკენ შეგიცვლით: უფრო მოხდენილსა და მსუბუქს გაგხდით, ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ და, რაც ყველა ქალისთვის სანატრელია, თქვენს კანს ბრწყინვალებასა და სირბილეს შეჰმატებს. ამჯერად ჩვენ გაგაცნობთ 5 პროდუქტს, რომელთა წყალობითაც თქვენი კანი მუდამ ტონუსში იქნება.
1. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე
როგორც სრულფასოვანი კოსმეტიკური საშუალება - ის შესანიშნავად არბილებს და კვებავს კანს. მისი წასმა შეიძლება ეპილაციის შემდეგაც, როცა ღიზიანებულ და დაზიანებულ კანს ყველაზე მეტად სჭირდება დამშვიდება და მოვლა.
2. შავი შოკოლადი
თუ გსურთ თქვენი სახის კანი ახალგაზრდულად დიდხანს გამოიყურებოდეს, რეგულარულად მიიღეთ შავი შოკოლადი. იგი მდიდარია ფლავანოიდებით, რომლებიც იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. სწორედ მათი გვერდითი ეფექტებია ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.
3. ხამანწკები
ხამანწკები შეიცავს თუთიას, ვიტამინ A-ს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც უზრუნველყოფს კანის გაწმენდასა და გასწორებას.
4. კივი
მწიფე კივი მდიდარია ვიტამინით C - ანტიოქსიდანტით, რომელიც დაბერებისგან იცავს. მისი რეგულარული მიღება შეაფერხებს უჯრედების დაზიანებას და დაგიცავთ სახეზე ასაკის პირველი გამოვლინებისგან.
5. გოგრა
გოგრაში ცოტა-ცოტა თითქმის ყველაფერია წარმოდგენილი - აქაა ბეტა-კაროტინი, ვიტამინები: A, E და C, ასევე ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც იცავენ სახეს ნაოჭების წარმოქმნისგან და აფერხებენ კანის დაბერების პროცესს.