5 მიზეზი, თუ რატომ უნდა თქვათ უარი გვიან ჭამაზე - Gemrielia.ge

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა თქვათ უარი გვიან ჭამაზე



1. ღრმა ძილი და სასიამოვნო განწყობა

გვიანი ვახშამი ცუდად აისახება ძილის ხარისხზე, რადგან ორგანიზმი დასვენების მაგივრად იძულებულია გადაამუშავოს გვიან მიღებული საკვები. და თუ ღამით ჭამა ნორმად გექცათ, ამან შეიძლება ძილის სერიოზული, ქრონიკული დარღვევაც გამოიწვიოს: ესაა უძილობა და მუდმივი გადაღლილობა დღისით. დროთა განმავლობაში ჩვენ ვიწყებთ წრეზე სიარულს, რადგან ფსიქოლოგიური ზეწოლა ორგანიზმზე, რომელიც გამოწვეულია გადაღლით, იზრდება და საბოლოოდ იწვევს მელატონინის ჰორმონის შემცირებას, რომელიც სრულფასოვან ძილზეა პასუხისმგებელი.

2. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა

ძილის დროს მცირდება ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობის რიტმი, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის. თუ დღისით ორგანიზმის მიერ გამომუშავებული კუჭის წვენი და ჰორმონები სწრაფად უწყობენ ხელს საკვების ათვისებას, სამაგიეროდ გვიანი ღამით მიღებული საკვები თითქმის არ გადამუშავდება და დროთა განმავლობაში ხდება გასტრიტის, დისბაქტერიოზის, ნაწლავის ალერგიის და სხვა დაავადებების მიზეზი.

3. სტრესის უქონლობა

გვიანი ვახშამი თავდაყირა აყენებს თქვენს მცდელობას, იკვებოთ სწორად. ასე რომ, გვიან ღამით კარგად გამაძღარს დილით, ალბათ, საუზმე აღარც მოგინდებათ. კვების ასეთი სტილი, უძილობასთან ერთად,  ხშირად ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზიც ხდება. მაგალითად: გვიანი ვახშამი შეიძლება გახდეს დილას უგუნებობის მაპროვოცირებელი - თქვენ უმიზეზოდ ღიზიანდებით, უბრალო საბაბით ბრაზობთ, გრძნობთ ნერვულ დაძაბულობას. სისხლში მატულობს ჰორმონ კორტიზოლის კონცენტრაცია, რაც არა მარტო ამძაფრებს ემოციურ სტრესს, არამედ ხელს უწყობს ზედმეტი წონის "აკრეფას", განსაკუთრებით მუცლის მიდამოში.

4. მოხდენილი სხეული

ხშირად ჩვენი ვახშამი შედგება ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისგან, რაც ორგანიზმში შეწოვის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის მატებას იწვევს. დღისით ეს ჩვენი ენერგია, ტონუსი და პოზიტიური განწყობაა, მაგრამ ღამით კი გლუკოზა ხვდება რა ჩვენს ღვიძლში, გარდაიქმნება ქონად, საიდანაც ის მთელს სხეულში ნაწილდება და იწვევს ორგანიზმის გაცხიმოვნებას. გარდა ამისა, ინსულინის მაღალი დონე ზრდის შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. 

5. ცოცხალი გამომეტყველება და ახალგაზრდობის გახანგრძლივება

ხშირი გვიანი ვახშმის შემდეგ, დილას, ჩვენ ბევრჯერ ვამჩნევთ შავ რგოლებს თვალების ქვეშ, კანი აღარ გამოიყურება ჯანმრთელად და სუფთად, თმაც კარგავს ძალასა და ბზინვარებას. ამას გარდა ღამის უხვი ტრაპეზი ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას. საქმე იმაშია, რომ ღამის შიმშილს შეუძლია ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონის "გამოღვიძება", რომელიც ხშირი ღამის კვების გამო ცხიმებითაა დათრგუნული. ზრდის ჰორმონი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი დახმარებით ხდება ჩვენი ორგანიზმის ღამით აღდგენა (გაახალგაზრდავება) . გვიან ცხიმიანი საკვების მიღება კი ხელს უწყობს სულ სხვა ჰორმონის გამომუშავებას - ესაა ინსულინი, რომელიც აფერხებს ზრდის ჰორმონის მოქმედებას.

გახსოვდეთ! იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და შესაბამისადაც გრძნობდეთ თავს, სულაც არ არის საჭირო ვახშამზე უარის თქმა. საკმარისია ივახშმოთ 3-4 საათით ადრე დაძინებამდე და თანაც არა ცხიმიანი, არამედ მსუბუქი, დაბალკალორიული, ცილოვანი საკვებით! და თუ თქვენ მაინცდამაინც ძილის წინ გრძნობთ შიმშილს, შეგიძლიათ მიირთვათ ჭიქა კეფირი ან ვაშლი. ისინი 20 წუთში აითვისება და თქვენს ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.