5 პროდუქტი, რომელთა გაცხელებაც კატეგორიულად არ შეიძლება - Gemrielia.ge

5 პროდუქტი, რომელთა გაცხელებაც კატეგორიულად არ შეიძლება


დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაზე სასარგებლო კერძი – ახალმომზადებულია. თუმცა, ახალ-ახალი კერძის მომზადება დიასახილსებისთვის რთულია, ამიტომაც ხშირად გვირჩევნია, ერთხელ გავაკეთოთ დიდი რაოდენობით საჭმელი, რომ რამდენიმე დღე გვეყოს.
ითვალისწინებენ რა დიეტოლოგები და ექიმები თქვენს ძვირფას დროს, გთავაზობენ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა გაცხელებაც რამდენჯერმე კატეგორიულად არ შეიძლება.

1. კარტოფილი
კარტოფილი – ძალიან ნოყიერი პროფუქტია, თუმცა, მხოლოდ მომზადების შემდეგ. უკიდურეს შემთხვევაში მიირთვით კარტოფილი ცივად, ოღონდ არ გააცხელოთ ის. ახალმომზადებული კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, რომელიც დიდი ხნით გვანაყრებს. თუკი მომზადებულ კარტოფილს მაცივარში შეინახავთ, ან მას გააცხელებთ, სახამებელი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მასში გაქრება და მისგან არანაირი სარგებელი აღარ იქნება.

2. ნიახური, სტაფილო და ისპანახი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მაგრამ როცა ჩვენ მათ ვათბობთ, ეს ნივთიერებები მავნებელ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრატებად გადაიქცევა. აქედან დასკვნა: მოხარშეთ სუფი, მიირთვით მაშინვე. იმ შემთხვევაში, თუკი მაინც მოგიწიათ წვნიანის გაცხელება, ამოიღეთ იქედან ნიახური და სტაფილო და ისე მიირთვით. ისპანახის შემთხვევაში, მის მეორედ გაცხელებაზე აღარც კი იფიქროთ.
ჭარხლის გაცხელებასაც არ გირჩევთ.. აჯობებს ის ცივად მიირთვათ.

3. კვერცხი
ალბათ რთული წარმოსადგენია ადამიანი, ვინც კვერცხს აცხელებს. მაგრამ მაინც, გირჩევთ, კატეგორიულად არ შეიძლება ამ პროდუქტის გაცხელება. კვერცხის შემადგენლობა იცვლება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან, ის ასე ვთქვათ სრულიად იცვლის შემცველობას და გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.

4. სოკო
ახალმომზადებული კერძი სოკოსგან ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ მის გაცხელებას არ გირჩევთ. შოკო შეიცავს ცილას, რომლის სტრუქტურაც გაცხელებისას იცვლება. თუკი გიცდიათ სოკოს გაცხელება, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მისი გემო რადიკალურად იცვლება. სოკოს სუფები და რიზოტოც აჯობებს ახალმომზადებული მიირთვათ.

5.ქათამი
ქათმისგან მომზადებული კერძის გაცხელებისას იცვლება პროდუქტის შემადგენლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ერთხელ მისი გაცხელება, ოღონდ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

კვების სტანდარტების ბრიტანული სააგენტო (FSA) გვირჩევს დავფიქრდეთ, სანამ მომზადებული კერძის გაცხელებას გადაწყვეტდეთ.
"დაიმახსოვრეთ! კერძის გაცხელებისას თქვენ ფაქტოვრივად ხელახლა ამზადებთ მას. არასოდეს გააცხელოთ არანაირი კერძი ერთხელზე მეტად", - გვირჩევს FSA..