როდის უნდა მოვაყაროთ მარილი შემწვარ ხორცს
ერთნი ამბობენ, რომ ხორცს მარილი მხოლოდ მაშინ უნდა მოაყაროთ, როცა ის თქვენს თეფშზე აღმოჩნდება, მეორენი ამტკიცებენ, რომ ხორცი მომზადებამდე უნდა დავამარილოთ. თავისებურად ყველა მათგანი მართალია, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომელთა დავიწყება ხორცის შეწვისას არ ღირს. მაგ: თუ თქვენ სტეიკს წინასწარ დაამარილებთ, მაშინ მარილი გამოიტანს მთელს წვენს ხორციდან და დასასრულ სტეიკი ზედმეტად გამომშრალი და მაგარი შეგრჩებათ. შეიძლება ხორცი დაამარილოთ მომზადებამდე 1 საათით ადრე, როგორც ამას ბევრი გვირჩევს. ამ შემთხვევაში ხორცი მოასწრებს გამოსული წვენის უკან შეწოვას და სტეიკიც რბილი და ზომიერად მარილიანი იქნება, მაგრამ ამდენი დროის ფუფუნება ყველას როდი აქვს. ამიტომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ხორცის დამარილება შეწვისას, როცა ის თითქმის მზადაა. ასე რომ, სანამ სუფრას გაშლით, თქვენი სტეიკი უკვე სასურველ კონდიციამდე მივა.