როგორ უნდა ჩავალბოთ სწორად ბრინჯი, რომ იდეალური ფლავი გამოგვივიდეს - Gemrielia.ge

როგორ უნდა ჩავალბოთ სწორად ბრინჯი, რომ იდეალური ფლავი გამოგვივიდეს

ბრინჯი – უნივერსალური გარნირია. ეს საოცარი ბურღული უხდება, როგორცხ ხორცეულს, ასევე ბოსტნეულსაც. სხვადასხვა სოუსთან შეხამებით კი საოცარ კერძად გადაიქცევა.


მთავარია, იცოდეთ, როგორ მოხარშოთ სწორად ბრინჯი. ყველამ არ იცის ამ ბურღულის მომზადების საიდუმლობები, ბევრ დიასახლისს აწუხებს შეკითხვა: უნდა ჩაალბოთ თუ არა ბრინჯი მოხარშვამდე?

როგორ უნდა ჩავალბოთ ბრინჯი გემრიელი ფლავის მოსამზადებლად

იმისათვის, რომ არ გამოგივიდეთ ჩახარშული და წებოვანი ფლავი, აუცილებლად უნდა ჩაალბოთ ბრინჯი მოხარშვამდე. როცა ბრინჯს ალბობთ, სახამებელი წყალში ირევა და მარცვლები მოხარშვისას აღარ ჩაიშლება.

გაითვალისწინეთ:

1. ბრინჯის ჩალბობა უმჯობესია 60 გრადუს ტემპერატურის წყალში.

2. ადუღებულ წყალში ჩალბობა არ ღირს.

3. თუკი ცივ წყალში მოგიწიათ ბრინჯის ჩალბობა, არ იდარდოთ, უბრალოდ უფრო დიდხანს გააჩერეთ მასში.

4. ნამდვილად გემრიელი ბრინჯი გამოდის, როცა მას ცხელ წყალში ორჯერ ჩაალბობთ – ანუ როცა პირველი წყალი გაგრილდება, გადაასხით და კვლავ დაასხით ცხელი წყალი.