ჯულია რობერტსის საყვარელი სალათა
გსურთ შეიხედოთ ჯულია რობერტსის სამზარეულოში და გაიგოთ, რა არის მისი საყვარელი კერძი? ჩვენ მოვიპოვეთ მსახიობის ყველაზე საყვარელი მწვანე სალათის რეცეპტი.
მწვანე სალათა (2 ულუფა)
მწვანე ვაშლი - 2 ცალი;
კიტრი - 4 ცალი;
ავოკადო - 1 ცალი;
მწვანე ხახვი (ფოჩები) - 5 ცალი;
კრევეტები (მოხარშული) - 400 გ;
ზეითუნის ზეთი extra virgen;
შავი პილპილი;
ლაიმი - 1 ცალი.
მომზადების წესი:
კიტრი, ავოკადო და ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბებად, ლაიმი დაყავით ნაწილებად, ხახვი დაჭერით წვრილად.
ყველაფერი ეს კარგად აურიეთ, დაუმატეთ მოხარშული კრევეტები და მოასხით ზეითუნის ზეთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ შავი პილპილი.