myquiz

როგორ გავახაროთ დაფნა სახლის პირობებში - Gemrielia.ge

როგორ გავახაროთ დაფნა სახლის პირობებში


დაფნა ფესვიანდება ნახევრადგამერქნიანებული ყლორტით. აიღეთ 3-4 ფოთლიანი ყლორტი, ქვედა 1-2 ფოთოლი მოაცილეთ, ხოლო დანარჩენ ფოთლებს, თუკი ისინი დიდია, სინოტივის შესანარჩუნებლად მოაჭერით ნაწილი.

დაფესვიანებისთვის საუკეთესო დრო ადრეული გაზაფხულია. აიღეთ 10-12 სმ დიამეტრის ქოთანი, გაავსეთ ნიადაგით, მსუბუქად ჩატკეპნეთ, მოასწორეთ და ზემოდან მოაყარეთ 4 სმ სისქეზე ქვიშა.

ჩაარჭვეთ ვერტიკალურად დაფნის ყლორტი დაახლოებით 3,5 სმ სიღრმეზე. ქვიშა ორნავ ახლოსაც მიყარეთ ყლორტთან.

დადგით ქოთანი თბილ ადგილას და მაღალი ტენიანობის შესაქმნელად ქოთანს ზემოდან დააფარეთ ნახევარლიტრიანი ქილა.

15-20 დღის განმავლობაში თავდაპირველად 4-5-ჯერ დღეში მორწყეთ შესასხურებლიანი ჭურჭლით, შემდეგ კი თანდათანობით შეამცირეთ მორწყვის რაოდენობა.

ამ წესების დაცვის შემთხვევაში დაფნა 1-1,5 თვეში გაიკეთებს ფესვს. როცა მცენარე კარგად დაფესვიანდება და 10-12 სმ მიაღწევს სიმაღლეში, მოაჭერით წვერი.
ამის შემდეგ დაფნა გატოტვას დაიწყებს.

გადარგეთ მცენარე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და ყოველ გადარგვაზე გაზარდეთ ქოთნის დიამეტრი 3-4 სმ-ით.

დაფნა ვერ იტანს ზედმეტ მჟავას, ამიტომაც გადარგვის დროს ნიადაგს ურევენ სულ ცოტაოდენ (5-10გ) კირს.

ოთახის დაფნის ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სანელებლად მეორე წლის ბოლოდან. ფოთლები შეგიძლიათ მოწყვიტოთ და გააშროთ ზამთარში, ამბობენ, რომ ზამთარში დაკრეფილ ფოთოლს უფრო მეტი არომატი და ეთერზეთი აქვს.

დაფნის სახლის პირობებში გახარება ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია.