როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოს ნიჟარიდან
ალბათ, ყველა ჩვენგანი შეუწუხებია ნიჟარიდან ამოსულ უსიამოვნო სუნს, რომელიც ლამის მთელ სახლში დგება. უმარტივესი ხერხის მეშვეობით შეძლებთ გააახლოთ ნიჟარა.
დაგჭირდებათ:
1/2 ლიმონის წვენი;
1/2 საკვები სოდა;
მომზადების წესი:
1. ლიმონის წვენი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში (30 წამის განმავლობაში)
2. დაუმატეთ მასში სოდა და დააცადეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. ფრთხილად იყავით – ლიმონისა და სოდის ნარევი ძალიან დუღს.
3. ნარევი კარგად აურიეთ კოვზით.
4. შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ნიჟარის ხვრელში და აცადეთ 10 წუთი.
5. შემდეგ მიუშვით ცხელი წყლის ჭავლი.
სულ ეს იყო! თქვენი სახლიდან უსიამოვნო სუნი დიდი ხნით გაქრა.