ამ მარტივი ხრიკის მეშვეობით სწრაფად დაიკლებთ წონაში. თანაც გემრიელად!
ყველამ ვიცით, რომ ბრინჯი – შეუცვლელი გარნირია ნებისმიერი კერძისთვის. თუმცა, ის, ვისაც წონაში დაკლება აქვს გადაწყვეტილი, ერიდება ამ პროდუქტს, რადგან იცის, რომ მასში დიდი რაოდნობით სახამებელია, რომელიც, გინდა არ გინდა, ორგანიზმში შაქრად და კალორიებად გადაიქცევა.
დიეტის დროს კი ეს არაფერში გვჭირდება. მაგრამ თუკი მაინც გსურთ, პირი ჩაიტკბარუნოთ ბრინჯით, გასწავლით ერთ სასარგებლო ხრიკს, რომლის შედეგადაც ბრინჯი დიეტური გახდება და საყვარელი გარნირის მირთმევის მიუხედავად წონაში კლებას გააგრძელებთ!
იქამდე, სანამ ბრინჯის მოხარშვას დაიწყებდეთ, ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩააგდეთ მასში ნახევარი სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი.
შემდეგ ჩაყარეთ სასურველი რაოდენობის ბრინჯი და შეუჩერებლად ურიეთ.
როგორც კი ბრინჯი შეთბება და ქოქოსიც გაუჯდება, დაასხით წყალი. ბრინჯისა და წყლის რაოდენობა 1:2-ზე უნდა იყოს. კარგად მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და როგორც კი წყალი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს.
5-6 წუთში გამორთეთ ცეცხლი. ბრინჯი კი დატოვეთ თავდახურულ ქვაბში რამდენიმე წუთით.
თუკი ბრინჯი ერთმანეთს არ ეკვრის და ჩანგლიდან ცვივა – ესეიგი ის მზად არის. ქოქოსის კარაქის დამსახურებით ბრინჯი ორჯერ ნაკლებ კალორიას შეიცავს. გასინჯეთ – ასე მოხარშული ბრინჯის არომატით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!
პრინციპი მარტივია: ქოქოსის კარაქი ბრინჯში ნახშირწყლებს შლის და ისეთ სახამებლად გადააქცევს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას შაქრად და კალორიებად არ გადაიქცევა. ყველაფერი მარტივია! კალორიები არ არის, ბრინჯი კი გემრიელი და ნოყიერია.
მიირთვით რამდენიც გინდათ!