ბოსტნეულის მომზადების ყველაზე სასარგებლო მეთოდი!
გრანადის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს საკვების მომზადების საუკეთესო მეთოდი, რომლის მიხედვითაც ბოსტნეული ყველაზე მეტად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.
აღმოჩნდა, რომ ბოსტნეულის დამუშავების საუკეთესო მეთოდი – მისი ზეითუნის ზეთში შეწვაა. ასე მომზადებისას პროდუქტში მაღლა იწევს ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია და ფენოლური შენაერთები, რაც დაბლა წევს კიბოსა და დიაბეტის გაჩენის რისკს, აცხადებს ჟურნალი Food Chemistry.
კვლევის ავტორებმა ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს კარტოფილი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი. თითოეული ბოსტნეული იყო გაფცქვნილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი, თითოეულის საერთო მასა 120 გრამი იყო. ამის შემდეგ ბოსტნეული 3 მეთოდით მოამზადეთ: შეწვეს, მოხარშეს და თერმულად დაამუშავეს ზეითუნის ზეთითა და წყლით. სპეციალისტები აკვირდებოდნენ ბოსტნეულში სითხის, ცხიმის, ფენოლებისა და ანტიოქსიდანტების რაოდენობას.
შედეგად გაირკვა, რომ ზეითუნის ზეთი შეწვისას ამრავლებს ანტიოქსიდანტებისა და ცხიმის რაოდენობას, მაგრამ ამცირებს სითხის დონეს. ზეითუნის ზეთი მთელი სასარგებლო ნივთიერებები გადადის ბოსტნეულში, აცხადებენ მეცნიერები. თუმცა, კერძის კალორიულობა მატულობს. მოხარშვისას კი ბოსტნეულის ყველა სასარგებლო ნივთიერება ბულიონში რჩება.
ასე რომ, თამამად შეწვით ბოსტნეული ზეითუნის ზეთში და გემრიელად მიირთვით!