ზებრა ანა კოსტავას რეცეპტით - Gemrielia.ge

ზებრა ანა კოსტავას რეცეპტით



საჭირო მასალა:

5 კვერცხი;

2 ჭიქა შაქარი;

200 მლ. ზეთი;

10 ს/კ თბილი წყალი;

1 შეკვრა ვანილი;

1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ/კ სოდა(ძმრით);

2-3 ს/კ კაკაო;

2,5 ჭიქა(ან ცოტა მეტი) ფქვილი.

მომზადების წესი:


5 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად.

კვერცხის გულებს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი, 1 შეკვრა ვანილი, 200 მლ ზეთი და გავთქვიფოთ,შემდეგ დავამატოთ 10 ს/კ თბილი წყალი, 1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან სოდა-ძმრით) და 2,5 ჭიქა (ან ცოტა მეტი)ფქვილი.

ბოლოს კი, ფრთხილად შევურიოთ გათქვეფილი ცილა.

ცომის მასა გავყოთ შუაზე და ნახევარს დავამატოთ 2-3 ს/კ კაკაო.

ცხიმწასმულ ფორმაში თითო-თითო სუფრის კოვზობით მოვავავსოთ თეთრი და შოკოლადიანი მასა ერთმანეთის მონაცვლეობით.

გამოვაცხოთ ღუმელში 175 გრადუსზე.